"ფაიზერის"ვაქცინაზე 107 157 მოქალაქე უკვე დარეგისტრირდა
დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ინფორმაციით, 14:00 საათის მდგომარეობით COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაციისთვის 107 157 მოქალაქე დარეგისტრირდა.
~
"„ფაიზერის" პირველ დოზაზე რეგისტრაცია 12:00 საათიდან დაიწყო ვაქცინაციის პროცესი კი 26 ივლისიდან დაიწყება.
"pfizer"-ით ვაქცინაციისთის ვიზიტის დაჯავშნა შესაძლებელია ელექტრონულ პორტალზე -booking.moh.gov.ge
COVID 19-ის ვაქცინაციაზე რეგისტრაციასთან დაკავშირებული კონსულტაციის მისაღებად შეგიძლიათ დაუკავშირდეთ - 15 22-ს.
წინასწარი ჯავშნების შესახებ საბოლოო დასტური მოქალაქეებს 24 საათის განმავლობაში, მოკლე ტექსტური შეტყობინებით მიუვათ", - აცხადებენ ჯანდაცვის სამინისტროში.
შეგახსენებთ, რომ დღეს საქართველოში აშშ-ის მიერ ნაჩუქარი "ფაიზერის" 500 000 დოზა ჩამოვიდა.