საქართველოში კორონავირუსით კიდევ 23 ადამიანი გარდაიცვალა
ბოლო 24 საათში, საქართველოში კორონავირუსის 2 061 ახალი შემთხვევა გამოვლინდა,1 654 ადამიანი გამოჯანმრთელდა, 23 პაციენტი კი გარდაიცვალა.
ბოლო დღე-ღამეში, ქვეყანაში ჩატარდა 31 204 ტესტი, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით – 14 631, „პისიარ“ ტესტით – 16 573.
ქვეყანაში კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის მაჩვენებლებია: დღიური – 6.6%, ბოლო 14 დღის – 5,66 %, ბოლო შვიდი დღის – 6,3 %.
საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების სულ 402 759 შემთხვევაა გამოვლენილი, მათგან 373 088 გამოჯანმრთელდა, 5 688 კი, გარდაიცვალა.
სულ აცრილია –402 765 ადამიანი, დღიურად აცრილია 4 274. კარანტინის რეჟიმშია 71, სტაციონარში მეთვალყურეობას 5 069 ადამიანი გადის, კლინიკურ სასტუმროში იმყოფება 1 697 პირი.