26 ივლისის ასტროლოგიური პროგნოზი ზოდიაქოს ყველა ნიშნისთვის
ნახეთ ვის ელის წარმატებული დღე და პლანეტების მფარველობა.
ვერძი
შანსი გაქვთ რეალობად აქციოთ თქვენი გეგმები და წარმატებით განახორციელოთ უკვე მივიწყებული იდეები და მიზნები.
კურო
მოერიდეთ კოლეგებთან კონფლიქტსა და გაუგებრობებს. შესაძლოა ხელმძღვანელობისგან მიიღოთ შექება, რაც კარიერულ ასპარეზზეც დადებითად აისახება.
ტყუპები
შესაძლოა მეტად გაიხაროთ ახალი ფინანსური შემოსავლებით. თქვენი პროექტები მოწონებას დაიმსახურებს და შესაბამისად სარგებლიანიც იქნება.
კირჩხიბი
დღეს მეტი დრო დაუთმეთ უთანხმოებების მოგვარებას. მოთმინება და თავდაჭერა კარგ სამსახურს გაგიწევთ. კონცენტრაცია გააკეთეთ საქმეზე და არა სხვადასხვა გაუგებრობებში ჩართვაზე.
ლომი
იყავით გაბედული და თამამად განაცხადეთ თქვენი სურვილები და გრძნობები. სასიკეთოდ შეგიძლიათ შემოაბრუნოთ თქვენი პირადი ცხოვრება და მასთან დაკავშირებული საკითხები.
ქალწული
თამამად მიმართეთ დახმარებისთვის ახლობლებსა და მეგობრებს, მათი მხარდაჭერით თავიდან აიცილებთ შფოთსა და მღელვარებას. წინასწარ გაწერეთ სამოქმედო გეგმა.
სასწორი
ენდეთ ინტუიციას, ერიდეთ ხმაურიან შეხვედრებსა და გადაღლას. სასიკეთოა ახლობლებთან ერთად კომფორტულ გარემოში დაგეგმოთ უახლესი დღეების მოსაგვარებელი საკითხები.
მორიელი
მნიშვნელოივანი პრობლემების წარმატებით მოგვარება საშუალებას მოგცემთ იამაყოთ საკუთარი თავითა და მიღწევებით.
მშვილდოსანი
დღეს, შესაძლოა სასიკეთო საქმიანი შემოთავაზება მიიღოთ. მოჭარბებული ენერგია სჯობს სპორტდარბაზში ვარჯიშს და კონკრეტული საქმეების მოგვარებას მოახმაროთ.
თხის რქა
ახლობელთა დახმარებითა და თქვენი ოპტიმისტური განწყობით შეძლებთ დაიწყოთ ახალი პერსპექტიული პროექტების რეალიზება. დატოვეთ წარსულში ყველა უსიამოვნება და დანაკარგი.
მერწყული
ცვლილებების დროა. ცხოვრება უფრო მშვიდი და სასიამოვნოა. შეეცადეთ მთელი ძალისხმევა გარემოსთან, ადამიანებთან ჰარმონიულ ურთიერთობებს მოახმაროთ.
თევზები
მოსალოდნელია გაუთვალისწინებელი დანახარჯები. მოერიდეთ ჭორებსა და ინტრიგებს. გამოფხიზლდით და მეტი დრო დაუთმეთ მატერიალურ, ყოფით საკითხებს.