"40-50%-იც კი შესაძლოა იყოს დელტა შტამის გავრცელება" - თამარ გაბუნია
ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, თამარ გაბუნიას განცხადებით, ქვეყანაში კორონავირუსით ინფიცირებულთა 40-50%-ს „დელტა“ შტამი აქვს.
„თუ აქამდე ვსაუბრობდით, რომ დელტა შტამი დაახლოებით, 20%-ში ცირკულირებდა, ახლა ეს უკვე იზრდება და სავარაუდოდ, 40-50%-იც კი შესაძლოა იყოს დელტა შტამის გავრცელების მაჩვენებელი. ევროპის ქვეყნები თითქმის უახლოვდება იმ მდგომარეობას, რომ „დელტა“ შტამი ყველა სხვა შტამს ანაცვლებს, ასე რომ, ტენდენციები ჩვენთანაც მსგავსია“, - განაცხადა გაბუნიამ.