27 ივლისის ასტროლოგიური პროგნოზი ზოდიაქოს ყველა ნიშნისთვის
ნახეთ ვის ელის წარმატებული დღე და პლანეტების მფარველობა
ვერძი
ყურადღება მიაქციეთ ჯანმრთელობას, ნუ გადაიღლებით გონებრივი საქმიანობით და ნუ იკონტაქტებთ ნეგატიურად მოაზროვნე ადამიანებთან.
კურო
შესაძლოა დღემ უცნაური სიახლეები და ცვლილებები მოიტანოს, შეინარჩუნეთ გონიერება და მშვიდად მიადევნეთ თვალი მიმდინარე მოვლენებს.
ტყუპები
მთელი კვირის ემოციური და ფიზიკური გადაღლილობა ახლა ერთად იჩენს თავს, განმარტოვდით და კარგად დაისვენეთ, თუ მოულოდნელმა სტუმრიანობამ ამის საშუალება მოგცათ.
კირჩხიბი
შესაძლოა მეგობრებთან ერთად საინტერესო პროგრამა შეიმუშაოთ და წარმატებით განახორციელოთ. მოერიდეთ ღამის საათებში მარტო სიარულს.
ლომი
სიახლეების დროა, შესაძლოა სოციალური ქსელების საშუალებით მნიშვნელოვანი ინფორმაცია მოიპოვოთ, რომელიც მეტად სასარგებლო იქნება თქვენი საქმიანობისთვის.
ქალწული
მოუფრთხილდით ფულის ზედმეტ ხარჯვას, სასურველია მხოლოდ დაგეგმილი და აუცილებელი შენაძენისთვის დახარჯოთ თქვენი სახსრები, ნუ გარისკავთ დაუფიქრებლად საქმეში დიდი ფულის ჩადებას.
სასწორი
სასიკეთოა ბუნების წიაღში გასეირნება და აქტიურობა, მრავალფეროვნება და გართობა დადებითად აისახება თქვენს განწყობასა და ენერგეტიკაზე.
მორიელი
ყური მიუგდეთ სხვათა რჩევებს, თუნდაც ძალიან განსხვავდებოდნენ თქვენი მოსაზრებებისგან, ენდეთ პარტნიორებს და ერთობლივად მოილაპარაკეთ გავლენიანი ადამიანების კონტაქტების სასარგებლოდ გამოყენებაზე.
მშვილდოსანი
მოჭარბებული ენერგია თავგადასავლებისკენ გიბიძგებთ, თავი ხელში აიყვანეთ და მეტი სერიოზულობით შეხედეთ რეალობას, მოერიდეთ უსარგებლო კავშირებსა და კონფლიქტურ სიტუაციებს.
თხის რქა
მოვლენები ირგვლივ სწრაფად იცვლება, შესაძლოა დაადგეთ ახალ გზას, მოიძიეთ მოკავშირეები, გააფორმეთ ხელშეკრულებები, მოლაპარაკებები პირისპირ აწარმოეთ და ისე იმოქმედეთ.
მერწყული
ახალი საინტერესო იდეები მეგობრების დიდ მოწონებას დაიმსახურებს, მათი მხარდაჭერა დიდი მუხტითა და ენერგიით აგავსებთ და სტიმულს მოგცემთ ახალი გამარჯვებისკენ.
თევზები
თქვენი ადამიანი შესაძლოა სამსახურში იპოვნოთ, კარგად მიმოიხედეთ ირგვლივ... ეცადეთ მიმდინარე სიტუაციებს სხვა რაკურსიდან შეხედოთ.