თეგებით ძიება
27. 07. 2021 COVID - 19

იგეგმება, თუ არა ახლო მომავალში, ახალი "ლოკდაუნი" - საკოორდინაციო საბჭოს ახალი განცხადება

საკოორდინაციო საბჭოს შემდეგ გამართულ ბრიფინგზე, ამირან გამყრელიძე გამოვიდა სიტყვით,სადაც იგი ამბობს,რომ ამ ეტაპისათვის საბჭო მკაცრ ლოკდაუნს არ განიხილავს.
გამყრელიძე ხაზს უსვამს და ამბობს, რომ ვირუსის გავრცელება უკავშირდება, ზოგადად კოვიდ-19-ის ცირკულაციას და ახალი შტამების გავრცელებას.
„ინფიცირების ამგვარი მატება უკავშირდება, როგორც ახალი შტამების, ისე,ზოგადად , ვირუსის ცირკულაციის გავრცელებას. რაც შეეხება კითხვას, ვაპირებთ, თუ არა მკაცრ "ლოკდაუნს", ამ ეტაპზე, საკოორდინაციო საბჭო მკაცრ "ლოკდაუნს" არ განიხილავს. განიხილავს იმ რეკომენდაციების მაქსიმალურად აღსრულებას, რაც დღეს არის დაწესებული“, - ავრცელებს განცხადებას ამირან გამყრელიძე.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა