თეგებით ძიება
27. 07. 2021 COVID - 19

"ცეცხლს ვეთამაშებით, იცოდეთ" - ამირან გამყრელიძე

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორმა, ამირან გამყრელიძემ, საკოორდინაციო საბჭოს სხდომის შედეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ გართულებული ეპიდემიოლოგიური ვითარება, რომელიც დღეს გვაქვს, მოქალაქეების მეტ თვითშეგნებას მოითხოვს.

„თუ ყველა ჩვენგანი შევასრულებთ რეკომენდაციებს - არ წავალთ ქორწილში და არ ჩავატარებთ დიდ წვეულებას, არ გვექნება უნივერსიტეტისა და სკოლის დამთავრების დიდი თავყრილობები, თუ არ წავალთ და არ ვიქნებით მუსიკალურ ფესტივალებზე, სადაც 10 ათასი ადამიანი იკრიბება, არ წავალთ კუსსა და ლისის ტბებზე, თუ ყველა გავითავისებთ, რომ დღეს ცეცხლს ვეთამაშებით, ეს შედექი არ გვექნება. ქორწილისა და სხვა სურფებზე წასვლის ნაცვლად, წავიდეთ და ავიცრათ“, - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა