TIA.GE - ინტერნეტ ტელევიზია
28 ივლისის ასტროლოგიური პროგნოზი ზოდიაქოს ყველა ნიშნისთვის
  • 28 ივლისის ასტროლოგიური პროგნოზი ზოდიაქოს ყველა ნიშნისთვის

    ნახეთ ვის ელის წარმატებული დღე და პლანეტების მფარველობა.

    ვერძი


    ნუ შეეწინააღმდეგებით ცვლილებებს, თქვენ შეძლებთ რთულ სიტუაციასთან გამკლავებას და გათავისუფლებას ყოველგვარი ნეგატივისგან, რომელიც ხელს გიშლით წინსვლაში.

    კურო

    სასურველია დროებით შეაჩეროთ დაწყებული საქმე და რაიმე სხვა ზე გადაიტანე თქვენი ყურადღება, გულმოდგინედ გაერკვიეთ სიტუაციაში და იმუშავეთ შეცდომების გამოსწორებაზე.


    ტყუპები

    შესაძლებლობა გექნებათ აკონტროლოთ მოვლენები და აირჩიოთ სხვა მიმართულება ან ხერხი გამარჯვებისთვის. შეუპოვრობა და ძალისხმევა დაგეხმარებათ მიიღოთ ის სარგებელი რასაც დიდი ხანი ელოდით.

    კირჩხიბი

    აქტიური საქმიანი კვირის შემდეგ აუცილებელია დაისვენოთ მშვიდ გარემოში, აღიდგინეთ ენერგია და ძალები, აუჩქარებლად დაგეგმეთ უახლოესი დღეების განრიგი.

    ლომი

    ნუ მიუბრუნდებით წარსულს, დაემშვიდობეთ უსიამოვნებებს და დაიწყეთ რაიმე ახალი, მიჰყევით ახალ იდეებს და გაბედულად შეხვდით ცვლილებებს. ამგვარი მოქმედებით შეძლებთ მოჯადოებული წრის გარღვევას.

    ქალწული

    თქვენ შეძლებთ ღირსეულად შეასრულოთ ის საქმე, რომელზეც იტვირთეთ პასუხისმგებლობა და პატივისცემასაც დაიმსახურებთ გარშემომყოფებისგან. თქვენი შრომისმოყვარეობა და აქტიურობა სათანადოდ იქნება დაფასებული.

    სასწორი

    იყავით ყურადღებით, გამოიჩინეთ მაქსიმალური წინდახედულება და სიფრთხილე საეჭვო შემოთავაზებების მიმართ. ნუ იჩქარებთ რათა არ გამოგეპაროთ მნიშვნელოვანი დეტალები და შეცდომებს თავი აარიდოთ.

    მორიელი

    უარი თქვით ფარულ მოქმედებასა და ინტრიგებზე, გონივრულობითა და პატიოსანი სვლით თქვენ მოახერხებთ დაბრკოლებების გადალახვას, საუკეთესო შედეგების მიღებას და აიმაღლებთ ავტორიტეტს.

    მშვილდოსანი

    ეცადეთ საქმიან პარტნიორებთან მშვიდობიანი ურთიერთობები შეინარჩუნოთ. ყველაფერი კარგად აწონ-დაწონეთ მოსალოდნელი სირთულეების გათვალისწინებით და აუჩქარებლად მიიღეთ გადაწყვეტილება.

    თხის რქა

    დაწყებული საქმე დავისა და კამათის მიზეზი შეიძლება გახდეს. იყავით შეუპოვარი, არ გადაუხვიოთ არჩეული გზიდან და თუ არ აჰყვებით პროვოკაციებს დარწმუნებული იყავით გამარჯვებაში.

    მერწყული

    შესაძლოა შეიცვალოთ სამუშაო ან დაიწყოთ ახალი საქმე, სასურველია აუჩქარებლად გაიაზროთ და ჩამოაყალიბოთ სამომავლო მოქმედების გეგმა, შემდეგ კი წინდახედულად მიჰყევით არჩეულ გზას.

    თევზები

    აიღეთ პასუხისმგებლობა საკუთარ თავზე, ყველას დაანახეთ საქმიან სფეროში თქვენი შესაძლებლობები და საუკეთესო თვისებები, რათა არ გაუშვათ ხელიდან სასიკეთო პერსპექტივები.
    636 ნახვა
    27-07-2021, 19:49