თეგებით ძიება

"ჯვართან რა საერთო აქვს ვაქცინაციას მაინც ვერ ვხვდები" - გიორგი ფხაკაძე

საზოგადოებრივი ჯანდაცვის ექსპერტი, გაეროს გენერალური მდივნის და ვაქცინებისა და იმუნიზაციების გლობალური ალიანსის (GAVI) მრჩეველი გიორგი ფხაკაძე ანტივაქცერებს მიმართავს:

„არაადეკვატური მკვლელები გამოვიდნენ რუსთაველზე ჯვრებაფარებულები. ჯვართან რა საერთო აქვს ვაქცინაციას მაინც ვერ ვხვდები. გაუნათლებელ ადამიანის მანიპულაციაზე მარტივი არაფერია.

მე არ შემიძლია ჩუმად ვიყო და ვუყურო როგორ იკლავთ თავს და კლავთ სხვას, მე ექიმი ვარ და მე უნდა გითხრათ, რა არის კარგი. ევროპის ქვეყნების უმეტესობა უკვე ვაქცინირებულია. რეალობას შეხედეთ. დაიცავით დისტანცია. სამედიცინო პირბადე არ მოიხსნათ“,- ამბობს გიორგი ფხაკაძე.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა