თეგებით ძიება

ქალმა, ფანჯრიდან გადავარდნილი, პატარა ბავშვის სიცოცხლე გადაარჩინა (ვიდეო)

რუსეთში ქალმა, ფანჯრიდან გადმოვარდნილი ბავშვის სიცოცხლე გადაარჩინა, ამის შესახებ შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსსამსახური ავრცელებს.

წლინახევრის ბავშვი გადავარდა მეორე სართულის სიმაღლიდან, მაგრამ საბედნიეროდ გამვლელმა ქალბატონმა მოასწრო მისი დაჭერა, მომხდარის შემდეგ ქალბატონმა ბავშვი მშობლებს გადასცა და წავიდა.
როგორც გაირკვა, იმ დროს როდესაც ბავშვი ფანჯრიდნ გადახტა, არასრულწლოვნის მშობლები დაკავებულნი იყვნენ სახლის საქმეებით. ფანჯრიდან გაგონილი ყვირილის შემდეგ , მათ აღმოაჩინეს მათი შვილი უცხო ქალის ხელებში. ექიმებმა ბავშვს მცირე სისხლჩაქცევები აღმოუჩინეს.
ქალი, რომელმაც იხსნა ბავშვის სიცოცხლე ამბობს, რომ ბრუნდებოდა მაღაზიიდან, როდესაც შეამჩნია პატარა ბავშვი ფაჯარასთან, დაყარა პარკები და დაუყონებლივ გაემართა ბავშვისაკენ, გაშალა ხელები და ბავშვი დაიჭირა.
მოსკოვის შინაგან საქმეთა სამინისტრომ ქალბატონის ამ სწრაფ რეაქციას მაღალი შეფასება მისცეა, მადლობის ნიშნად გადასცეს ყვავილების თაიგული და მოსაწვევი ბარათი,ჯაზ კლუბში.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა