თეგებით ძიება
28. 07. 2021 სპორტი

რამდენ ოქროს მედალს უწინასწარმეტყველებენ საქართველოს ოლიმპიურ თამაშებზე?

კომპანია Gracenote ტოკიოს ოლიმპიური თამაშების ვირტუალურ მედლების ცხრილს ადგენს. ცხრილი შედგენილია და ეფუძნება ბოლო წლებში სპორტსმენების მიერ ნაჩვენებ შედეგებს, მიღწევებს. Gracenote ასევე აღნიშნავს, რომ COVID-19-ის პანდემიის გათვალისწინებით, მედლების ჩათვლაში შედეგების განსაზღვრა, ტოკიოში მეტად არაპროგნოზირებადი იქნება.

როგორც არ უნდა იყოს, მათი გათვლებით აშშ-ის ნაკრები საერთო ჩათვლაში პირველ ადგილზე გავა, მეორე საფეხურს დაიკავებს რუსეთი, მესამე იქნება ჩინეთი, მეოთხე კი მასპინძელი იაპონია. გარდა ამისა, მათი პროგნოზებით რუსეთი და იაპონია იმაზე მეტ მედალს მოიპოვებენ, ვიდრე ეს იყო რიოს თამაშებზე (2016).

ათეულიდან ასევე უფრო მეტ მედალს მოიპოვებს ნიდერლანდები, იტალია და ავსტრალია.



Gracenote-ის ვირტუალურ ცხრილში უკეთესი მაჩვენებელი აქვს საქართველოსაც. მათი გათვლებით, საქართველო მედლების ჩათვლაში 4 ოქროს, ამდენივე ვერცხლს და 2 ბრინჯაოს მედალს მოიპოვებს და 29-ე ადგილს დაიკავებს. ვირტუალური მედლები თუ რეალობად იქცევა, საქართველოს ოლიმპიური ნაკრები რიოს ოლიმპიური თამაშების შედეგებს მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს. რიოში ჩვენი გუნდის მონაგარი 2 ოქროს, 1 ვერცხლის და 4 ბრინჯაოს მედლისგან შედგებოდა. გარდა ამისა, მედლების ჩათვლაშიც მნიშვნელოვანი ნახტომი გვექნება. თუ რიოს თამაშებზე 38-ე ადგილი დავიკავეთ, Gracenote-ის პროგნოზით ტოკიოში 29-ე საფეხური გველის.

მედლების ვირტუალური ჩათვლის ათეული (ფრჩხილებში მოცემულია რიო-2016-ის მედლების რაოდენობა):

აშშ– 96 მედალი (121)
რუსეთი – 68 (56)
ჩინეთი – 66 (70)
იაპონია – 60 (41)
დ. ბრიტანეთი – 52 (67)
ნიდერლანდები – 48 (19)
საფრანგეთი – 42 (42)
იტალია – 41 (28)
ავსტრალია – 40 (29)
გერმანია – 35 (42)
...29. საქართველო – 10 (7)





თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა