თეგებით ძიება
19. 09. 2024 სპორტი

"ეს ბიჭი არაწორია ჩემთან და არ დაუმსახურებია ჩემთან ბრძოლა, UFC-ს აწყობს ამის გაჩემპიონება რადგან ფინანსურად მომგებიანი იქნება" - რას წერს მერაბ დვალიშვილი?

UFC-ის ჩემპიონი, მერაბ დავლიშვილი სოციალურ ქსელში მიმართვას ავრცელებს.

"ეს იყო პიტერიანის ბრძოლის შემდეგ. 

მეგონა ამ არასწორს მოლოცვა უნდოდა მაგრამ შემდეგ გაირკვა ჩემი ბრძოლაში გამოწვევა უნდოდა. ესეც მოხდა მეორე დღეს UFC ამ ბრძოლაზე კონტრაქტი გამომიგზავნა და ფაქტიურად მიჩალიჩებდნენ ყველა. რადგან 2 თვეში ისევ უნდა მებრძოლა ურეიტინგო ძლიერ მებრძოლთან მაშინ როცა ვერც დასვენებას მოვაწრებდი და ვერც მომზადებას ახალი ბრძოლითვის.  მე ზედიზედ 9 გამარჯვება მქონდა მოპოვებული. რეიტინგშიც N1 ვიყავი.  უმარს დიდი ამბიციები და სპორტული უპატივცემულობა ამოძრავებდა ჩემს მიმართ. 

ქართველებო რო იცოდეთ ეს ბიჭი არაწორია ჩემთან და არ დაუმსახურებია ჩემთან ბრძოლა. 

თუმცა იმიტომ რომ ხაბიბის ბიძაშვილია, ამასაც თეთრი ფაფახი აქვს, დაუმარცხებელია, არაბი შეიხებიდან ფინანური მხარდაჭერა აქვს რომლებიც ასპონსორებენ  UFC-ის .  UFC-იც ხელს უწყობს და შეახვედრეს N 2-ს რომ რეიტინგზიც კარგად ჩამჯდარიყო. 

მოკლედ UFC-ს აწყობს ამის გაჩემპიონება  რადგან ფინანსურად მომგებიანი იქნება ორგანიზაციისთვის.

ამიტომ მე მზად ვარ ვებრძოლო მას შემდეგი და მივიღო ეგ გამოწვევა. 

ამასაც ვასწავლი ჭკუას და პატივისცემას…", - წერს მერაბ დავლიშვილი.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა