თეგებით ძიება
28. 07. 2021 COVID - 19

"გახსოვთ, ამას როდის ვამბობდი, რომ ჩინური ვაქცინები მხოლოდ 20-25 %-ითაა ეფექტური?!" - გიორგი ფხაკაძე

„სინოვაკის ეფექტურობა შესაძლოა, 20% იყოს კორონავირუსის დელტა ვარიანტის წინააღმდეგ.“- ამის შესახებ ჯანდაცვის ექსპერტი, გიორგი ფხაკაძე სოციალურ ქსელში წერს.

მისი თქმით, არსებობს გამოსავალი და ესაა ძლიერი, მაღალეფექტური ვაქცინების – ფაიზერის ან მოდერნას ერთი დოზის გაკეთების აუცილებლობა.

„სინოვაკის ეფექტურობა შესაძლოა, 20% იყოს კორონავირუსის დელტა ვარიანტის წინააღმდეგ. გახსოვთ, ამას როდის ვამბობდი, რომ ჩინური ვაქცინები მხოლოდ 20-25 %-ითაა ეფექტური?!
ეს არის პირველი (მალე მეტი იქნება) საჯარო ინფორმაცია „სინოვაკის“ დაბალეფექტურობის შესახებ, რაზედაც ბოლო 6 თვე საჯაროდ ვსაუბრობ. ბავშვობაში დედაჩემი მეუბნებოდა, „ტყუილს მოკლე ფეხები აქვსო“.

ვიცი, რომ შეცდომის აღიარება საქართველოში „არ მოსულა“, მაგრამ გამოსავალი არსებობს, თუ ამის სურვილი არის! ეს არ არის არავის შეცდომა, ეს არის ამ ვერაგი ვირუსის მუტაციის ბრალი და საქართველოში ზოგ-ზოგიერთები თავის თავზე რატომ იღებენ ყველაფერს?!

„ფაიზერი“ არ არის „მერსედესი“! „ფაიზერი“ არის დღესდღეობით საუკეთესო ვაქცინა და, რა თქმა უნდა, სიმართლე უნდა ვთქვათ!

დავუშვათ „ფაიზერის“ ან „მოდერნას“ ბუსტერი საქართველოში!

არ დაგავიწყდეთ – სამედიცინო პირბადე 2 წლიდან ყველას, ყველგან და ყოველთვის!“ – წერს გიორგი ფხაკაძე.



თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა