არ ვამბობ იმას, რომ ლოკდაუნი აუცილებელია, „ლოკდაუნს“ ჩვენ ვეღარ გავუძლებთ - დევი ტაბიძე
პროფესორი და ამავდროულად რესპუბლიკური საავადმყოფოს კლინიკური დირექტორი დევი ტაბიძე , საქართველოში არსებულ ეპიდემიოლოგიურ მდგომარეობას ახასიათებს და მას კატასტროფულს უწოდებს.
ექიმის თქმით, ქყვეყანა კიდევ ერთ „ლოკდაუნს" ვერ გაუძლებს, ამიტომ მოსახლეობას ურჩევს თავი შეიკავონ სხვადასხვა ტიპის ღონისძიების გამართვისგან.
„ამ მდგომარეობას დავარქმევდი კატასტროფულ, SOS მდგომარეობას. ძალიან სერიოზულ პრობლემამდე მივალთ. ეს არის სტარტი იმ ცუდი პოზიციისა, რომელსაც ჩვენ, ექსპერტები და სპეციალისტები ველოდებით.
„არ ვამბობ იმას, რომ „ლოკდაუნი" აუცილებელია, ლოკდაუნს ჩვენ ვეღარ გავუძლებთ, უბრალოდ აუცილებელია ის, რომ თავი შეიკავოს ყველამ სხვადასხვა ტიპის ღონისძიებებისგან, თუნდაც მიტინგების გამართვისგან“, - აღნიშნა დევი ტაბიძემ „რუსთავი 2“-ის ეთერში.