თეგებით ძიება
28. 07. 2021 სპორტი

სამწუხარო მარცხი - ბასილაშვილი ოლიმპიადას დაემშვიდობა

ქართველმა ჩოგბურთელმა, ნიკოლოზ ბასილაშვილმა ოლიმპიურ თამაშებზე ასპარეზობა დაასრულა. მერვედფინალში ნიკა მე-4 ნომრად განთესილ ალექსანდრ ზვერევს დაუპირისპირდა და ორ სეტში დამარცხდა - 6:4, 7:6(7:5)

გერმანელმა ჩოგბურთელმა ბრწყინვალედ დაიწყო და თავის ჩაწოდებაზე შესანიშნავად გამოიყურებოდა. ზვერევს პირველ სეტში მეტოქისთვის ბრეიკპოინტი არ მიუცია, თავად კი ერთი შანსი გამოიყენა და 6:4 იმარჯვა.

მეორე სეტი იმავე სცენარით განვითარდა. ზვერევი საკუთარ ჩაწოდებაზე შეცდომებს არ უშვებდა, 4:3-ზე ბრეიკი შეასრულა და მატჩზე ჩააწოდა. გერმანელს 3 მატჩპოინტიც ჰქონდა, თუმცა ბასილაშვილმა გეიმში გარდატეხა შეიტანა, უკუბრეიკი შემოგვთავაზა და საკუთარი ჩაწოდებით ანგარიშიც გაათანაბრა - 5:5. საბოლოოდ, გამარჯვებულის გამოსავლენად ტაიბრეიკი დაინიშნა, რომელზეც ბასილაშვილმა მარტივ სიტუაციაში რამდენიმე შეცდომა დაუშვა და 5:7 დამარცხდა.

ამრიგად, ბასილაშვილი ოლიმპიური მედლისთვის ბრძოლას გამოეთიშა, ზვერევი კი მომდევნო შეხვედრას შარდისა და ბროადის შორის საუკეთესოს წინააღმდეგ გამართავს.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა