დღეს საუბარია ახალი ტიპის მოდიფიცირებული ვირუსის გავრცელებაზე - გაბუნია
ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნია ავრცელებს განცხადებას და მბობს, რომ ჯანდაცვის გაზომვების ინსტიტუტის პროგნოზით უკვე პიკში ვართ და მოსალოდნელია სავალალო შდეგები.
საქართველოში ვირუსის პიკი სხვა პროგნოზებით ჯერ არ დამდგარა, შემთხვევების რაოდენობა უახლოს მომავალში გაიზრდება.
„დღეს საუბარია ახალი ტიპის მოდიფიცირებული ვირუსის გავრცელებაზე. პროგნოზები არის არაერთგვაროვანი. ჩვენი ზოგიერთი საერთაშორისო პარტნიორის პროგნოზით, მაგალითად, ჯანდაცვის გაზომვების ინსტიტუტის პროგნოზით, ჩვენ უკვე პიკში ვართ და გარკვეულ პერიოდში დაღმასვლას უნდა ველოდოთ.
არის პროგნოზი, რომლის მიხედვით ჯერჯერობით პიკში არ ვართ და უფრო მეტი ზრდა შესაძლოა იყოს მოსალოდნელი, ამდენად ეს კვირა გარკვეულწილად იქნება კრიტიკული, რომ ჩვენ შევხედოთ, რა მიმართულებას მიიღებს ეპიდემია. ეს პროგნოზები არის შეფასებითი, ექსპერტების მოსაზრებაზე დამყარებული, ამდენად რეალური სურათის შეფასება უფრო მნიშვნელოვანია“, - საუბრობს გაბუნია.