ექიმი, რომელიც კოვიდცნობებს აყალბებდა გაასამართლეს
შვედეთში, გეტებორგელი ექიმს საზღვარგარეთ გამგზავრებისთვის ყალბი ცნობების დამზადებისთვის ერთი წლით თავლისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს. ინფორმაციას The Local ავრცელებს.
შვედეთში მოგზაურობისთვის საჭირო პი-სი-არ ტესტებს კერძო კლინიკები ატარებს. დაკავებული ექიმი მსურველებს აძლევდა ცნობას, რომ მათი პასუხი უარყოფითია. სინამდვილეში კი ტესტებს საერთოდ არ უტარებდა.
სასამართლოს თქმით, ექიმმა პანდემია საკუთარი სარგებლის მიზნით გამოიყენა.