თეგებით ძიება

ფორმულას ფოტოგრაფზე ძალადობის საქმეზე კიდევ 2 პირი დააკავეს და ბრალი წარუდგინეს

ტელეკომპანია ფორმულას ფოტოგრაფ ვახო ქარელის მიმართ ძალადობისა და ხელშეშლის საქმეზე 2 პირი დააკავეს და ბრალდება წარუდგინეს. სამართალდამცველებმა ისინი 29 ივლისს დააკავეს.

შსს-ს განცხადებით, 5 ივლისს, თბილისი პრაიდის საწინააღმდეგოდ გამართული აქციის დროს, ბრალდებულები მათთან ერთად მყოფი პირები ჟურნალისტურ საქმიანობაში ხელშეშლის მიზნითა და შეუწყნარებლობის მოტივით თავს დაესხნენ ტელეკომპანია ფორმულას ფოტოგრაფს.

ვახო ქარელმა რამდენიმე დღე საავადმყოფოში გაატარა. ჩატარებული კვლევებით მას ქალა ტვინის დახურული ტრავმა და თავის ტვინის შერყევა დაუდგინდა.

დაკავებულებს ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 154-ე მუხლის მეორე ნაწილით (ჟურნალისტისთვის პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლა, ჩადენილი ძალადობის მუქარით), 156-ე მუხლის მე-2 ნაწილის "ა" ქვეპუნქტით (ადამიანის დევნა პროფესიულ მოღვაწეობასთან დაკავშირებით, ჩადენილი ძალადობით) და 225-ე მუხლის მეორე ნაწილით (ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობა) წარედგინათ. დანაშაული სასჯელის სახედ და ზომად 4-დან 6 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

პროკურატურა ბრალდებულებისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების შუამდგომლობით სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს.

წყარო:formula


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა