თეგებით ძიება

საზამთროს დიეტა - რომელი დაავადებების დროსაა ის ეფექტური

რომელი დაავადებების დროსა არის საზამთროს დიეტა ეფექტური? - დიეტისთვის გამოიყენეთ შემდეგი ფორმულა: 1 კილოგრამი საზამთროს რბილობი სხეულის მასის ყოველ 10 კილოგრამზე. ოღონდ გაითვალისწინეთ: ასეთი დიეტა 5 დღეზე მეტხანს არ უნდა გაგრძელდეს. თუ ყველაფერმა კარგად ჩაიარა, 5-დღიანი შესვენების შემდეგ შეგიძლიათ დიეტა განაგრძოთ, ოღონდ ამჯერად რაციონში ჩართეთ ყველი, უშაქრო შვრიის ფაფა, უცხიმო თევზი და ბოსტნეული.

საზამთროს დიეტა რეკომენდებულია ჰიპერტონიის, ინფექციურ-ალერგიული დაავადებების, პოდაგრის, თირკმლის პრობლემებისა და საშარდე გზების დაავადებების დროს, თირკმლის კენჭოვანი დაავადებებისა და შაქრიანი დიაბეტის შემთხვევაში კი უკუნაჩვენებია.

საზამთრო აძლიერებს იმუნიტეტს, უზრუნველყოფს ორგანიზმს ადვილად ასათვისებელი შაქრით, რკინით, ფოლიუმის მჟავათი, მაგნიუმით, იცავს
სისხლნაკლულობისგან, სკლეროზისა და სიმსივნეებისგან. საზამთრო სამკურნალო დიეტის ერთ-ერთი ძირითადი კომპონენტია რევმატიზმის, ნიკრისის ქარის, გასუქების, შარდკენჭოვანი დაავადების დროს.

საზამთრო აუცილებელია მათთვის, ვისაც ანტიბიოტიკებით მკურნალობა აქვს დანიშნული. საზამთრო ეფექტურია გულ-სისხლძარღვთა და თირკმლის დაავადებებით გამოწვეული შეშუპების დროს, აძლიერებს ნაწლავების პერისტალტიკას, აუმჯობესებს საჭმლის მონელებას და აჩქარებს ორგანიზმიდან ქოლეტერინის გამოყოფას, ხალხურ მედიცინაში საზამთროს იყენებენ ღრძილისა და ნაღვლის ბუშტის დაავადებების, შაქრიანი დიაბეტისა და ანემიის დროს.

mkurnali.ge


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა