თეგებით ძიება

2 აგვისტოს ასტროლოგიური პროგნოზი ზოდიაქოს ყველა ნიშნისთვის

ნახეთ ვის ელის წარმატებული დღე და პლანეტების მფარველობა.

ვერძი

თუ დღეს დახმარება გთხოვეს, აუცილებლად დაეხმარეთ რითიც შეგიძლიათ, რა მნიშვნელოვანი საქმითაც არ უნდა იყოთ დაკავებული.

კურო

მეტად მნიშვნელოვან ეტაპს გადიხართ, რადგან ის სიტუაციები რომელშიც ახლა თქვენ ხართ დაჩქარებული ტემპით განვითარდება მომდევბო თვეებში.

ტყუპები

ახლა ექსპერიმენტების დრო არ არის, იყავით ყურადღებით გზებზე. მეტი დრო გაატარეთ ოჯახთან ერთად, დაკავდით საყოფაცხოვრებო საქმეებით.

კირჩხიბი

მატულობს თქვენი იღბლიანობა, ასევე თქვენს მიმართ ინტერესი და სიმპატია. თქვენს ირგვლივ საინტერესო და პოზიტიურად მოაზროვნე ადამიანები ჩნდებიან.

ლომი

სასურველია დაკავდეთ მხოლოდ აუცილებელი საქმეებით. მოერიდეთ მსხვილ საყიდლებს. ახალს ნურაფერს შეეჭიდებით. შესაძლოა ძველ მეგობრებთან ურთიერთობა აღადგინოთ.

ქალწული

დიდ მოწონებას იმსახურებთ საწინააღმდეგო სქესისგან, თუმცა შესაძლოა თქვენი მეწყვილე ამ ფაქტმა გაანაწყენოს. დაიცავით ზომიერება და ნუ მისცემთ ვინმეს ეჭვისა და ნერვიულობის მიზეზს.

სასწორი

პირად ურთიერთობებში შეეცადეთ შეინარჩუნოთ სიმშვიდე. ნუ იქნებით ზედმეტად გულჩათხრობილი, რათა თავიდან აიცილოთ კონფლიქტები და გაუგებრობები.

მორიელი

მოსალოდნელია რომანტიული ხასიათის შეხვედრები და დაუვიწყარი შთაბეჭდილებები. ამ ეტაპზე მიმდინარე სიტუაციებს შეიძლება ჰქონდეს კარგი გაგრძელება.

მშვილდოსანი

სასურველია დაკავდეთ ვარჯიშით და საერთოდ ფიზიკურად მეტად გაიხარჯოთ. ამგვარად შეძლებთ განმუხტვას და იპოვნით მშვიდობიან გამოსავალს დაძაბული მდგომარეობიდან.

თხის რქა

შეინარჩუნეთ სიმშვიდე და გალანტურობა, შეეცადეთ ნებისმიერ სიტუაციაში თავი იგრძნოთ კომფორტულად და თავდაჭერილად, ეს ყველასთვის სასიკეთო იქნება.

მერწყული

შესაძლოა შეხვდეთ ადამიანს, რომელთანაც მომავალში საერთო საინტერესო პროექტი გექნებათ ან თქვენი ურთიერთობა რომანტიულ ჭრილში განვითარდება.

თევზები

სასურველია მეტი დრო დაუთმოთ ჯანსაღი ცხოვრების წესს და დაიწყოთ გამაჯანსარებელი ვარჯიში. ყურადღება მიაქციეთ ასევე საკვების ხარისხს და იზრუნეთ კვების რეჟიმის მოწესრიგებაზე.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა