თეგებით ძიება
01. 08. 2021 COVID - 19

"საქართველომ გადაწყვიტა კოვიდმა გააქროს ეს ქვეყანა" - ზაზა წერეთელი

საქართველომ გადაწყვიტა კოვიდმა გააქროს ეს ქვეყანა, - ასე ეხმაურება სოციალურ ქსელში ნორვეგიის სამეფოს ჯანდაცვის სამინისტროს უფროსი მრჩევლი, ზაზა წერეთლი საქართველოში არსებულ ეპიდვითარებას.

"მოდიხარ თბილისი ქუჩებში, შეიხედები პირველ სართულზე განლაგებულ დაწესებულებებში, დაინახავ უამრავ ადამიანს რომელსაც პირბადე არ უკეთია ან ისე უკეთია რომ....და ხვდები, საქართველომ გადაწყვიტა კოვიდმა გააქროს ეს ქვეყანა...სახელმწიფოც უყურებს ამას გულგრილად და...", - წერს წერეთელი ფეისბუქზე.



ბოლო 24 საათში, საქართველოში კორონავირუსის 2 654 ახალი შემთხვევა დადასტურდა, 1 319 ადამიანი გამოჯანმრთელდა, 33 პაციენტი კი გარდაიცვალა.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა