თეგებით ძიება

თბილისში, ფრანგ ჟურნალისტებს თავს დაესხნენ და სექსუალურად შეავიწროვეს

თბილისში, მარჯანიშვილის გამზირზე ფრანგ ჟურნალისტებსა და ფოტოგრაფს თავს დაესხნენ. "ტვ პირველის" ინფორმაციით, ჟურნალისტი ქალები და მათი ქართველი მასპინძელი ქალაქის ცენტრში ჯერ სექსუალურად შეავიწროვეს, შემდეგ კი აედევნენ.

გავრცელებული ინფორმაციით, ქალები თავის დაღწევას ტაქსით ცდილობდნენ, რა დროსაც ორი მამაკაცი მას ფეხით მისდევდა.

შემთხვევა გუშინ მარჯანიშვილის გამზირზე მოხდა. ფაქტს თვითმხილველები ჰყავს.

ქალის ინფორმაციით, პატრული სიახლოვეს იდგა, თუმცა რეაგირება არ ყოფილა. ფრანგი სტუმრების ქართველი მასპინძელი ამბობს, რომ 112-ში დარეკვა მათ ვერ მოახერხეს, რადგან მამაკაცებისგან თავის დაღწევას ცდილობდნენ.

მოვიდა 2 ბიჭი, დაიწყეს შეურაცხყოფების მოყენება, იწევდნენ გოგოებზე, პატრული დგას იქვე, აბსოლუტურად არ ეშინოდათ. მამაკაცები იდგნენ, იცინოდნენ, არცერთს არ უცდია ჩვენი დაცვა ან სიტუაციის განეიტრალება, გამოგვეკიდნენ დედის გინებით". მომიახლოვდა და საშინელებებს მეუბნებოდა", - ამბობს მასპინძელი.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა