"თავხედი ბიჭია, ვერ დავაწინაურებ ბიძინას ლანძღვის გამო" - ხაინდრავა-წულუკიანის ფარული ჩანაწერი
წუხელ “მთავარი არხის” ეთერში, გადაცემაში “მთავარი აქცენტები” ნიკა გვარამიამ სუს-ის საიდუმლო მოსმენების ჩანაწერები გაასაჯაროვა, "პირადი ცხოვრების ანგარიშები ბიძინა ივანიშვილისთვის სუსისგან"
მათ შორის იყო რეჟისორ გოგა ხაინდრავასა და მაშინდელ იუსტიციის მინისტრ თეა წულუკიანის შორის საუბარი, რომლებიც “მთავარი არხის” გენერალურ დირექტორ ნიკა გვარამიასა და ამავე არხის წამყვანზე, გიორგი გაბუნიაზე ლაპარაკობდნენ.
დიალოგში საუბარია, პერიოდზე, როდესაც გიორგი გაბუნიას მოსაკლავად ჩეჩნეთის პრეზიდენტმა, რამზან კადიროვმა კილერი ბოკოვი გამოგზავნა.
2020 წლის 16 ივნისს 14:00 საათზე კინორეჟისორი გოგა ხაინდრავა დაუკავშირდა იუსტიციის მინისტრს თეა წულუკიანს, კრებსი საუბრიდან:
გოგა ხაინდრავა: იმ ამბავს როგორ უყურებ ახლა, მე რაღაც ისეთი შთაბეჭდილება შემექმნა, რომ მაგათმა უფრო ადრე იცოდნენ ყველაფერი და დავწერე კიდეც. შენც ჩააგდე ჩათში, გივი თარგამაძის ისტორია გამახსენდა. მე ახლა ისეთი კავშირი არ მაქვს და იმასთან რამე მამაძაღლობას არ ჰქონდეს ადგილი, იმიტომ, რომ ლოგიკა ნახე როგორია, რომ იმან [ნიკა გვარამიამ] იცოდა და ამას არ უთხრა. ახლა წარმოიდგინე რა, თან უკრაინაა ჩართული... თანაც ეს ჩეჩენი არ არის ინგუშია და ყველა რატომღაც ჩეჩენს იძახის, ამ დროს ინგუშია ბადრის ძე არის, წარმოიდგინე, რა ბოკოვი. საერთოდ ბნელი ისტორიაა მე რომ კითხო.
თეა წულუკიანი: უბრალოდ მე წეღან რასაც ვიწერებოდი გარეთ როგორც გამოვიდა ესე არ ვარგოდა, ესენი, რომ იძიებდნენ ხომ ბევრად ადრე იცოდნენ რა უნდოდა მაგას, გოგა, ზუსტად შენი ის, რომ წავიკითხე მაშინ მომივიდა აზრად, რომ ეგ მაგათმა წინასწარ იცოდნენ და დაასწრეს, როგორც კი გაიგო, რომ სპეცოპერაცია მიმდინარეობდა იმ წუთში გაახმოვანა რა. კაი გასაანალიზებელია თუ გვყავს ანალიტიკოსები, შესადარებელია ერთმანეთთან მოქმედება რა ხდებოდა, რა და როგორ ვითარებაში ამათი მხრიდან და მე ვფიქრობ, რომ ძალიან საინტერესო ბმები შეიძლება იყოს, იმიტომ, რომ ამან იცოდა ულაპარაკოდ რა, წინასწარ.
თეა წულუკიანი: მე გაბუნიას ვერ ვუსმინე და აქვს რამე პრეტენზია გვარამიასთან? თუნდაც არაპირდაპირი
გოგა ხაინდრავა: ჯერჯერობით არ აქვს, მაგრამ, რა თქმა უნდა, ახლა, რომელი გმირი მე გაბუნია მყავს... მაგაზე, რომ დაფიქრდება სერიოზულად რაშია საქმე მერე ვნახავთ, მე სულ არ გამოვრიცხავ, რომ ასე ყოფილიყო, კადიროვი "სპასობნია" და პუტინიც სხვათაშორის, ამაში არაფერი გასაკვირი არ არის, ნახევარი მსოფლიო მოწამლეს, მაგისთვის აკეთებენ ამას ეხლა, სკრიპალებიც მაგის გულისთვის მოწამლეს და ის გერმანელიც, ის ხანგოშვილი მაგიტომ მოკლეს იქ. ასე, რომ გასაკვირი არაა და საინტერესოა სხვა ვერსიაც.
თეა წულუკიანი: ხო, სხვა ვერსიაც, რა თქმა უნდა, საინტერესო იქნება.
შემდეგ სუსი აღწერს საუბრის მოკლე შინაარსს, რა დროსაც საუბრის ბოლოს გოგა ხაინდავამ თეა წულუკიანს სთხოვს, გიორგი ასანიძის შვილის, თენგიზ ასანიძის დაწინაურებას, რომელიც მუშაობს სასჯელაღსრულების ქალთა კოლონიაში გარე პერიმეტრის სმენის უფროსად, რაზეც წულუკიანმა უპასუხა, რომ იგი გიორგი ასანიძეს იცნობს შორიდან, როდესაც ის მოღვაწეობდა სტრასბურგის სასამართლოში, დაახასიათა როგორც დადებითი პიროვნება, ხოლო მისი შვილი მოიხსენია, როგორც იდოიოზური ფიგურა, რომელიც არ ერიდება ბიძინა ლანძღოს და ძალიან თავხედი ბიჭია..აამტომ ხლა ვერ დაწინაურდება ბიძინას ლანძღვის გამო."
წყარო:intermedia