სასიყვარულო ჰოროსკოპი - 2-8 აგვისტო
ვარსკვლავები გირჩევენ მომავალ კვირას პარტნიორის მიმართ მეტი ყურადღება გამოიჩინოთ. თუ მეორე ნახევარს ჯერ არ შეხვედრიხართ, ეს ძალიან მალე მოხდება. მთავარია გჯეროდეთ და არ შეგეშინდეთ ოცნების. მიაქციეთ ყურადღება იმ ნიშნებს, რასაც სამყარო გიგზავნით.
ვერძი
იყავით ცოტა უფრო რომანტიკულები, არ დაივიწყოთ პარტნიორზე ზრუნვა. ამ რჩევების დაცვით თქვენი ურთიერთობის გაძლიერებას შეძლებთ. თქვენ საკმაოდ მომთხოვნი ხართ თქვენი პარტნიორის მიმართ, ხანდახან უფრო დამთმობები უნდა იყოთ. უნდა ისწავლოთ როგორ გამოხატოთ გრძნობები და ემოციები გულწრფელად.
კურო
კურო საყვარელი ადამიანისგან საპასუხო გრძნობებს ელოდება. უფრო მეტი აქტიურობა გამოიჩინეთ. საყვარელი ადამიანის მიმართ თბილი სიტყვები არ დაინანოთ.
ტყუპები
ტყუპები, პარტნიორის არჩევისას, პირველ რიგი, მის ინტელექტს აფასებენ. სხვა თვისებები მათთვის ნაკლებად მნიშვნელოვანია. ეცადეთ სიყვარულის ობიექტში სხვა თვისებების ობიექტურად შეაფასოთ.
კირჩხიბი
გადამწყვეტი მოქმედების დროა. არ გადადოთ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღება, რადგან ვარსკვლავები ახლა თქვენს მხარეს არიან. თუ დარწმუნებული ხართ, რომ მომავალში თქვენს პარტნიორთან ერთად ცხოვრება გსურთ, რატომ უნდა გადადოთ?
ლომი
ცხოვრების პარტნიორის არჩევისას მის ინტელექტსა და ხასიათს კარგად დააკვირდით. თუ ფიქრობთ, რომ თქვენი პარტნიორი არ არის საკმარისად ვნებიანი, ნუ გააკრიტიკებთ მას, იყავით უფრო ნაზი და ყურადღებიანი. ქალ ლომებს ვარსკვლავები ურჩევენ უფრო მეტი გონიერება გამოიჩინონ და ახალი პარტნიორის არჩევისას პირველი შთაბეჭდილების ტყვეობაში არ აღმოჩნდნენ.
ქალწული
ტიპური ქალწულები პარტნიორის ერთგულები არიან. მათთვის მნიშვნელოვანია მომავალი წინასწარ განსაზღვრა და გარკვეული გეგმების დასახვა. თუ პარტნიორი ამ ყველაფერზე არ გთანხმდებათ მათ ღიად უნდა ესაუბროთ და საკუთარი სურვილები პირდაპირ უთხრათ.
სასწორი
მათ სურთ რომანტიკა და თავგადასავლები. ეს ბუნებრივია, მაგრამ გახსოვდეთ, რომ სასიყვარულო ურთიერთობები დროთა განმავლობაში ისეთი არ არის, როგორც გაცნობის პირველ დღეს იყო. ეს, რა თქმა უნდა, იმას არ ნიშნავს, რომ გრძნობები განელდა. ურთიერთობებში ახალი მუხტი უნდა შემოიტანოთ.
მორიელი
მორიელებისთვის მნიშვნელოვანია პარტნიორი შეესაბამებოდეს მათ ესთეტიკურ მოთხოვნებს და ჰქონდეს კარგი მანერები. პარტნიორისაგან ზედმეტად მეტს ნუ მოითხოვთ. გახსოვდეთ, რომ კომპრომისზე მხოლოდ ერთი მხარე არ უნდა მიდიოდეს.
მშვილდოსანი
თქვენ მიზანსწრაფული და ძლიერი პიროვნება ხართ. პარტნიორის შერჩევისას მნიშვნელოვანია, რომ მასაც თქვენნაირი ამბიციები და მიზნები ამოძრავებდეს. ვარსკვლავები გპირდებიან, რომ ზაფხულის ბოლო თვეს სასურველ მეწყვილეს აუცილებლად შეხვდებით.
თხის რქა
ამ ზოდიაქოს თანავარსკვლავედის ზოგიერთი წარმომადგენელი ეჭვიანია. თუმცა, ამან ურთიერთობებში ხელი არ უნდა შეგიშალოთ. პარტნიორს ზედმეტად ნუ შეზღუდავთ. თუ რაიმე გაწუხებთ, ამაზე პირდაპირ დაელაპარაკეთ.
მერწყული
მერწყული სიყვარულის გულისთვის მთებს გადადგამს. თუმცა, ხშირად პარტნიორს ამის დანახვა უჭირთ. ეცადეთ, პარტნიორთან მეტი კომუნიკაცია იქონიოთ. მერწყულისათვის სასიყვარულო ურთიერთობებისათვის ხელსაყრელი რიცხვებია 7 და 13 აგვისტო.
თევზები
აგვისტოს ბოლო თვეში შესაძლოა თქვენს პარტნიორს გვერდით დგომა დასჭირდეს. ეცადეთ მას სათანადო თანადგომა გაუწიოთ. მარტოხელა თევზებს კი ვარსკვლავები დიდ ბედნიერებას ჰპირდებიან.