საქართველოში კოვიდინფიცირებულთა რაოდენობა გაიზარდა
საქართველოში ბოლო 24 საათის განმავლობაში კოვიდინფიცირების 4 827 ახალი შემთხვევა დადასტურდა, გარდაიცვალა 34 ადამიანი, ხოლო 1 895 პირი გამოჯანმრთელდა. მონაცემები მთავრობის მიერ შექმნილ სპეციალურ ვებგვერდზე, stopcov.ge-ზე განახლდა.
კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა 428 670-ს შეადგენს, საერთო ჯამში გარდაცვლილია 5 910 ადამიანი, ხოლო სულ 388 893 გამოჯანმრთელებულია პირი.
დადებითობის მაჩვენებელი: დღიური მაჩვენებელი არის 10.99 %, ბოლო 14 დღის მანძილზე - 7.41 % ხოლო 7 დღის მანძილზე - 8.08 %.