„მნიშვნელოვანი მიგნებაა ბოლო ორი დღის, რომ 3 000-მდე ადამიანი არ გამოცხადდა აცრაზე" - ამირან გამყრელიძე(VIDEO)
საკოორდინაციო საბჭოს დასრულების შემდეგ, ამირან გამყრელიძემ განაცხადა, რომ ადამიანების გარკვეული ჯგუფი მიზანმიმართულად ჯავშნის ვაქცინებს, ხოლო შემდეგ აუქმებს.
„მნიშვნელოვანი მიგნებაა ბოლო ორი დღის, რომ 3 000-მდე ადამიანი არ გამოცხადდა აცრაზე, ან არ ჩაიტარა აცრა, რაც ჯავშანი იყო. ამიტომ ჩვენ აიტი სამსახურთან ერთად ვარკვევთ თუ რატომ ხდება ეს. შეიძლება ეჭვი იყოს, რომ ადამიანების გარკვეული ნაწილი მიზანდასახულად ჯავშნის და შემდეგ აუქმებს, თუმცა არის მეორე ვარიანტიც, რადგან ინფიცირების მაჩვენებელი მაღალი გვაქვს, ადამიანები ინფიცირდებიან და შემდეგ აღარ მიდიან აცრაზე“,- განაცხადა ამირან გამყრელიძემ.