"მეტი შეზღუდვების მომხრე ვართ" - პაატა იმნაძე
"ინფიცირების დადებითობის მაჩვენებლის ანტირეკორდი ჯერ არ მოხსნილა, ამაზე მეტი დღიური შემთხვევები გვქონია, მაგრამ წელს, რა თქმა უნდა, სამწუხარო ანტირეკორდია“, - აღნიშნულის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილემ პაატა იმნაძემ, საკოორდინაციო საბჭოს შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
იმნაძის თქმით, კონსენსუსი იმისათვის, რომ დაწესდეს შეზღუდვები, საჭიროა არა მარტო საბჭოზე, არამედ საზოგადოებაშიც.
„ჩვენ ყოველთვის მომხრე ვართ მეტი შეზღუდვების იმიტომ, რომ სამწუხაროდ შვედები არ ვართ. არის ხალხი, რომელთაც შეზღუდვა, პრაქტიკულად, არ სჭირდებათ, იმიტომ, რომ თავად იცავენ ამ წესებს და მაგალითად, შვედისთვის 2 მეტრიანი კი არა 3 მეტრიანი დისტანცია ცხოვრების ნორმაა, ავტობუსის გაჩერებაზე რომ დგანან, ჩვენთვის კი სამწუხაროდ არა.
აქედან გამომდინარე, ვართ მეტი შეზღუდვების მომხრე. თუმცა, დღეს არის კიდევ ერთი გამოსავალი - აცრა, რომელიც გვაძლევს იმის საშუალებას, რომ ადამიანი არ დაიღუპოს და კიდევ ისაა მთავარი, რომ სამედიცინო სექტორმა შეძლოს გაუმკლავდეს ამდენ პაციენტს“, - განაცხადა პაატა იმნაძემ.