თეგებით ძიება
03. 08. 2021 COVID - 19

"ეს არც ჩვეულებრივი გრიპია და არც აცრაა ეშმაკის ჩიპი" - ნინო ჭელიძე ანტივაქსერებს მიმართავს

ჟურნალისტი, ნინო ჭელიძე სოციალურ ქსელში პირად ისტორიაზე წერს და ანტივაქსერებს მიმართავს:

"პირველი დოზით აცრიდან სახლში რომ დავბრუნდი და მამაჩემს ბარათი ვაჩვენე - ნეტა ერთი შენო , მომაძახა.
როცა დაადგინდა რომ კოვიდი გადაიტანა და გართულებები მაგან გამოიწვია - თურმე ეს რა ყოფილაო, ხშირად იმეორებდა.
არასწორი და ანტივაქსერული ინფორმაციებით ჰქონდა ტვინი გამოტენილი, არ სჯეროდა, მანამ სანამ საკუთარ თავზე არ იწვნია ვირუსის სიმძიმე.
ბოლო მონახულების დროს კი მკითხა - კარგად რომ გავხდები უნდა ამცრანო ?

P>S ბევრი ადამიანი ვართ რეალური ისტორიებით და მე პირველ რიგში მათთვის ვწერ ვინც ჯერ კიდე ორჭოფობთ. ეს არც ჩვეულებრივი გრიპია და არც აცრაა ეშმაკის ჩიპი.

ისეთ უსუსურობამდე მიგიყვათ სიმპტომები, რომლის მსგავსიც არ გქონიათ, შეიძლება ცხოვრბაზე წამით ხელიც ჩაგაქნევინოთ", - წერს ნინო ჭელიძე.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა