"სიკვდილიანობის დაწევასა და ჰოსპიტალიზაციასთან მიმართებაში, ყველა ვაქცინა კარგ შედეგებს იძლევა" - გიორგი ფხაკაძე
საზოგადოებრივი ჯანდაცვის ექსპერტი, პროფესორი გიორგი ფხაკაძე კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინების ეფექტიანობაზე სოციალურ ქსელში წერს:
"ინტერნეტში დიდი აჟიოტაჟია “სინოვაკთან” დაკავშირებით - “ძალიან მაგარიაო” …. რა გითხრათ?!
კვლევა არ არის დელტა ვარიანტზე გათვლილი და ვიცით, რომ “ბრაზილიურ ვარიანტზე” ჯანმოს მიერ დაბეჭდილ კვლევაში 50.7% ეფექტურობა აჩვენა …. იხილეთ წყაროები, ორიგინალი ვერსია
დასკვნა - თუ “რეალურ ცხოვრებაში” ვუჰანურ/ბრაზილიურ/ბრიტანულ შტამებს შევადარებთ - ჩილე:
სინოვაკი 58.7%
ასტრაზენეკა 68.7%
ფაიზერი 87.7%
ისრაელში რეალურ ცხოვრებაში შედეგებმა დელტა ვარიანტთან დაკავშირებით აჩვენა, რომ:
ფაიზერის ეფექტურობა დელტა ვარიანტის წინააღმდეგ არის 39% (ანუ -55% ეფექტურობა ჩილეს 87.7% კვლევიდან)
ვინაიდან ისრაელში არ გამოიყენება ასტრაზენეკა და სინოვაკი, სავარაუდო კალკულაცია (ეს არის მხოლოდ ზედაპირული ანალიზი, დეტალური კვლევები 2-3 კვირაში საჯარო იკნება) გამოიყურება შემდეგნაირად:
სინოვაკი - 58.7% დან დელტასთან მიმართებაში ეფექტურობა, ალბათ, ვარდება !29.35%მდე!
ასტრაზენეკა - 68.7%-დან დელტა ვარიანტთან მიმართებაში ეფექტურობა ვარდება !34.3%მდე !
ფაიზერი - 87.7% ეფექტურობა - 55% დელტასთან მიმართებაში კარგი იყო 50% = !44% ეფექტურობა !
ერთი პატარა დამატება - რაც უფრო ახალგაზრდაა ადამიანი, მით უფრო ძლიერია დაცვის მექანიზმი
სიკვდილიანობის დაწევასა და ჰოსპიტალიზაციასთან მიმართებაში ყველა ვაქცინა კარგ შედეგებს იძლევა !
ვიცი, რომ ზოგისთვის ეს ფორმულები და კალკულაციები რთული გასაგებია, მაგრამ ფაქტი ერთია, ჩვენ გვჭირდება მაღალეფექტური ვაქცინები!
პს: დელტა + არ მიხსებია … "- წერს სოციალურ ქსელში ფხაკაძე.