თეგებით ძიება

"შანე ბრუკი გააუპატიურეს და მოკლეს" - რა დეტალებზე წერს უცხოური მედია

შანე ბრუკი გააუპატიურეს და მოკლეს, - ასე ეხმაურება თბილისში ავსტრალიელი ქალის მკვლელობის საქმეს ამერიკული გამოცემა „ნიუ-იორკ პოსტი“.

გამოცემის ინფორმაციით, თბილისის პოლიციას გარკვეული ინფორმაცია აქვს სავარაუდო მკვლელის შესახებ და უკვე ცნობილია, რომ ის საქართველოს მოქალაქეა, თუმცა სამართალდამცავები, გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე, სხვა დეტალებს არ ასაჯაროებენ.

აღსანიშნავია, რომ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სექსუალური ძალადობა ჯერჯერობით ოფიციალურად არ დაუდასტურებია. საქმე სსკ-ს 108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.

31 წლის ავსტრალიელი მასწავლებელი, შანე ბრუკის 30 ივლისის გაუჩინარდა თბილისში, მთაწმინდაზე.მისი ცხედარი თბილისში 31 ივლისს იპოვეს. ცხედარს მრავლობითი დაზიანებები აღენიშნება, ის სავარაუდოდ ძალადობის მსხვერპლი გახდა. კადრები სადაც სხეულზე ძალადობის კვალი ჩანს, "მთავარი არხის" დრონებმა გადაიღო.

mtavari.tv


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა