თეგებით ძიება
05. 08. 2021 COVID - 19

„ვაქცინაციის ტემპი საკმარისი არ არის“ - ივანე ჩხაიძე

იმუნიზაციის მრჩეველთა ეროვნული ტექნიკური ჯგუფის ხელმძღვანელმა ივანე ჩხაიძემ განაცხადა, რომ - „ტემპი, რომლითაც საქართველო ვაქცინაციის მხრივ ამ დროისათვის წინ მიიწევს, არ არის საკმარისი“.

„დღეს შესაძლებლობა გვაქვს მოქალაქეებს ვაქცინაცია შევთავაზოთ როგორც სტაციონარებში, ისე პირველად ჯანდაცვის ცენტრებსა და სპეციალურად შექმნილ სივრცეებში, სადაც ძირითადად „სინოფარმისა“ და „სინოვაკის“ ადმინისტრირება.

თუმცა „ჰუალინგის“ ტერიტორიაზე შექმნილ ცენტრში უკვე შესაძლებელი იქნება „ფაიზერის“ გამოყენებაც. ასეთივე შესაძლებლობა არის უკვე სამედიცინო უნივერსიტეტის ტერიტორიაზეც.

ამან, რა თქმა უნდა, გაზარდა აცრილი ადამიანების რაოდენობა და ბოლო დღეების განმავლობაში სტაბილურად ფიქსირდება ყოველდღიურად 15 ათასზე მეტი ადამიანი, რომელიც მიმართავს ზემოაღნიშნულ ცენტრებს. ჩვენი სამიზნე ​ იმუნიზაციისთვის მოსახლეობის 60%-ია, თუ დავთვლით წლის ბოლომდე დარჩენილ პერიოდს, ეს ციფრი საკმარისი არ არის“, - განაცხადა ჩხაიძემ.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა