თეგებით ძიება
05. 08. 2021 COVID - 19

"მე პირადად არ ვარ მომხრე სრული "ლოკდაუნის", უნდა იყოს წერტილოვანი შეზღუდვები" – ალექსანდრე გოგინავა

ინფექციონისტი ალექსანდრე გოგინავას განცხადებით, ქვეყანაში კორონავირუსის მწვავე პერიოდი, სავარაუდოდ, უფრო დიდხანს გაგრძელდება და აგვისტოს ბოლომდეც გასტანს.

მისი თქმით, ყველაზე ეფექტური ამ ეტაპისთვის წერტილოვანი შეზღუდვებია, რომელიც უნდა დაწესდეს.

„გარკვეული შეზღუდვები უნდა იქნეს შემოღებული, პირადად არ ვარ მომხრე სრული ლოკდაუნის. ეს ეხება იმ ადგილებს და რეგიონებს სადაც მაღალია მობილობა და რისკები, რომ ეპიდსიტუაცია კიდევ უფრო გამწვავდეს, ანუ ზღვისპირეთს. უნდა მოხდეს არსებული რეგულაციების აღსრულების გამკაცრება, ასევე ვაქცინაცია უნდა წავიდეს უფრო სწრაფი ტემპით“, - აცხადებს ალექსანდრე გოგინავა.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა