როგორია კოვიდინფიცირებულთა და გარდაცვლილთა რაოდენობა
საქართველოში ბოლო 24 საათის განმავლობაში კოვიდინფიცირების 3 670 ახალი შემთხვევა დადასტურდა, გარდაიცვალა 38 ადამიანი, ხოლო 2 626 პირი გამოჯანმრთელდა. მონაცემები მთავრობის მიერ შექმნილ სპეციალურ ვებგვერდზე, stopcov.ge-ზე განახლდა.
კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა 436 573-ს შეადგენს, საერთო ჯამში გარდაცვლილია 5 986 ადამიანი, ხოლო სულ 393 453 გამოჯანმრთელებულია პირი.
დადებითობის მაჩვენებელი: დღიური - 8,76%, ბოლო 14 დღის - 7,85%, ბოლო 7 დღის - 8,67%