თეგებით ძიება

ნიდერლანდებმა საქართველოს "ძალიან მაღალი რისკის ქვეყნის“ სტატუსი მიანიჭა - რა უნდა იცოდეთ გამგზავრებამდე

ნიდერლანდებმა საქართველოს ინფიცირების „ძალიან მაღალი რისკის ქვეყნის“ სტატუსი მიანიჭა, - ინფორმაციას საქართველოს საელჩო ნიდერლანდებში ავრცელებს.

გადაწყვეტილება ძალაში 8 აგვისტოდან შევა.

"გაცნობებთ, რომ 8 აგვისტოდან, ნიდერლანდების ჯანდაცვის სამინისტროს გადაწყვეტილებით, საქართველოს მიენიჭება ინფიცირების „ძალიან მაღალი რისკის ქვეყნის“ (a very high-risk area) სტატუსი. თუმცა, საქართველოსთვის კვლავ ძალაში დარჩება „ნარინჯისფერი კოდი“ და მას არ მიენიჭება „წითელი კოდი“.

ეს ნიშნავს, რომ 8 აგვისტოდან საქართველოდან ნიდერლანდებში ტურისტული მიზნით შემომსვლელმა ყველა მგზავრმა უნდა წარადგინოს როგორც სრულად ვაქცინაციის დამადასტურებელი ცნობა/სერტიფიკატი, ასევე - Covid-19-ზე ბოლო 72 საათში ჩატარებული PCR ტესტის უარყოფითი პასუხი (სრულად ვაქცინაცია + PCR ტესტი).

გარდა ამისა, საქართველოდან ნიდერლანდებში შემოსული მგზავრების მიმართ იმოქმედებს სავალდებულო 10-დღიანი იზოლაცია/კარანტინი, რომელიც ეხება ყველას, მათ შორის ვაქცინირებულ მგზავრებსაც. იზოლაციაში მყოფ მგზავრს შეუძლია, რომ მე-5 დღეს ჩაიტაროს ტესტირება და, უარყოფითი პასუხის შემთხვევაში, დატოვოს იზოლაცია", - ნათქვამია განცხადებაში.

საქართველოში ბოლო 24 საათის განმავლობაში კოვიდინფიცირების 3 670 ახალი შემთხვევა დადასტურდა, გარდაიცვალა 38 ადამიანი, ხოლო 2 626 პირი გამოჯანმრთელდა.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა