თეგებით ძიება

"მოთქმა-გოდების დრო არ არის, წინ გველოდება დიდი ბრძოლები" - შალვა ნათელაშვილი

"ლეიბორისტულმა პარტიამ" თბილისის მერობის კანდიდატი დაასახელა, მერობისთვის მიხეილ ქუმსიშვილი იბრძოლებს, საკრებულოს თავმჯდომარის კანდიდატად კი ლაშა ჩარტიშვილია წარმოდგენილი. ამის შესახებ დღეს გამართული ბრიფინგიდან გახდა ცნობილი.

„მეგობრებო, ტრაგიკული დღეა, ომის დაწყების დღეა, მაგრამ მოთქმა-გოდების დრო არ არის. წინ გველოდება დიდი ბრძოლები შიდასაოკუპაციო ივანიშვილ-კალაძის წინააღმდეგ და ფრონტის წინა ხაზზე დღეს ვუშვებთ თბილისის მერობის კანდიდატად პარტიის ახალგაზრდული და ევროპული ახალგაზრდულის ლიდერს, უნიჭიერეს ახალგაზრდულ ლიდერს, მიხეილ ქუმსიშვილს და საქართველოს ფიც-ვერცხლ ნაჭამ მოღვაწე, ცნობილ პოლიტიკოსს, ეკოლოგს, მებრძოლს, ლაშა ჩხარტიშვილს“, – განაცხადა "ლეიბორისტული პარტიის" ლიდერმა შალვა ნათელაშვილმა.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა