თეგებით ძიება

ზურაბ ზვიადაურს, შესაძლოა, თავდებში ლაშა ბექაური და ლაშა ტალახაძე დაუდგნენ

ოლიმპიური ჩემპიონები, ლაშა ბექაური და ლაშა ტალახაძე მზად არიან, რომ წინანდალში მკვლელობის გამო დაკავებულ ოლიმპიურ ჩემპიონს, "ქართული ოცნების" ყოფილ დეპუტატს, ზურაბ ზვიადაურს თავდებში დაუდგნენ.

ადვოკატის თქმით, ზურაბ ზვიადაური ბრალს არ აღიარებს.

"თავს დამნაშავედ არ ცნობს. ჩვენ, რა თქმა უნდა, მოვითხოვთ აღკვეთი ღონისძიების გარეშე დატოვებას, მაგრამ ალტერნატივად სასამართლოს აუცილებლად მოვთხოვთ გირაოთი იყოს დატოვებული და ცნობილ პიროვნებებს, სპორტსმენებს, რომლებიც თავდებში დაუდგებიან წარვუდგენთ სასამართლოს. ვიცი, რომ ოლიმპიური ჩემპიონები მზად არიან",- თქვა ადვოკატმა.

ჟურნალისტის კითხვას, რომელ სპორტსმენებს გულისხმობს ის, ადვოკატი ასე პასუხობს:

"არამარტო ბექაურს, ალბათ, ლაშა ტალახაძეც იქნება. მზაობას გამოთქვამს",- თქვა მან.

წინანდალში მომხდარ მკვლელობაზე ზვიად ზვიადაურს პროკურატურამ ბრალი განზრახ მკვლელობის მუხლით წარუდგინა. კიდევ ერთ დაკავებულ ჯაბა ჯანგირაშვილს კი ბრალი იარაღის დაუდევრად შენახვის მუხლით აქვს წარდგენილი.

მკვლელობა წინანდლის ტყეში 16 აგვისტოს მოხდა. შემთხვევის შედეგად 3 ადამიანი დაიღუპა, ერთ-ერთი მათგანი ზურაბ ზვიადაურის ძმა, ზვიად ზვიადაურიცაა.

mtavari.tv


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა