თეგებით ძიება
20. 08. 2021 მსოფლიო

ავღანეთის სახელმწიფოს თალიბანმა სახელი შეუცვალა

ავღანეთი თალიბანმა ავღანეთის ისლამურ საამიროდ გამოაცხადა. ამის შესახებ დეკლარაცია დაჯგუფების პრეს-სპიკერმა ზაბიჰულაჰ მუჯაჰიდმა ტვიტერზე გამოაქვეყნა.

„აშშ-ზე გამარჯვების დეკლარირებით დამოუკიდებლობის დღე აღინიშნა. ის ბრიტანეთის მმართველობისგან გათავისუფლების 102 წლისთავს უკავშირდება“, – ნათქვამია თალიბანის წარმომადგენლის ტვიტში.

ავღანეთის ისლამურ საამიროს, როგორც ქვეყნის სახელს თალიბანი 1996-2001 წლებშიც იყენებდა, როდესაც ქვეყანას თავად მართავდა.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა