თეგებით ძიება

ახლა ყველაზე მეტად შენ აღარ მომწონხარ..თუ ყაჩაღი არ არის, რატომ ეუბნებობდი იმ სიტყვებს? - კახეთის მაცხოვრებელი ალეკო ელისაშვილს დაუპირისპირდა

კახეთში, კოალიცია "ძლიერი საქართველოს" ერთ-ერთი ლიდერი, ალეკო ელისაშვილი, ადგილობრივმა მაცხოვრებელმა მამუკა ხაზარაძესთან ალიანსის გამო გააკრიტიკა და აღნიშნა, რომ ახლო წარსულში, ელისაშვილი ხაზარაძეს ყაჩაღს უწოდებდა, ახლა კი შერიგდნენ და ერთ პოლიტიკურ ძალას წარმოადგენენ.

"ახლა ყველაზე მეტად შენ აღარ მომწონხარ. ძალიან ცუდი ჩაიდინე, პატარა ბიჭი არ ხარ, იცოდი, რასაც ეუბნებოდი იმ ყაჩაღს, მართლა ყაჩაღია", - მიმართა მოქალაქემ ალეკო ელისაშვილს, რომელმაც თავის მხრივ განაცხადა, რომ მას პირიქით მიაჩნია, რომ "ძალიან კარგი ჩაიდინა," ასევე, ხაზარაძე ყაჩაღი არ არის და მას "ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე დაუდგა გვერდზე".

"თქვენ არავისთან გიჩხუბიათ და არ შერიგებულხართ?“ - ელისაშვილის ამ კითხვაზე, მოქალაქემ განაცხადა, რომ თუ ის იმავე სიტყვებით გალანძღავდა ვინმეს, მაშინ მას საკუთარ ეზოშიც კი არ შემოუშვებდა.

"იმ სიტყვებს რატომ ეუბნებოდი, ახლა რომ იძახი, ყაჩაღი არ არისო? მაგ სიტყვებს არ ვეტყვი, ეგრე არ გავლანძღავ, როგორც თქვენ გალანძღეთ და მალევე შერიგდით. ქვეყნის სიკეთიდან გამომდინარე, სხვა პარტიას შერიგებოდი, თუნდაც "ნაციონალებს", ოღონდ, მაგათ არა, მაგ ყაჩაღს არა. ისეთი რამეები ჩაიდინა თელავში, რომ არ ვიცი, ვერ ვიტყვი. თქვენზე დამწყდა გული და არასოდეს ხმას აღარ მოგცემთ. მაშინ ასე არ უნდა გალანძღო, ეგრე მუშტი-კრივით თუ მიჩხუბია, მაშინ იმას ჩემს ეზოში საერთოდ აღარ შემოვუშვებ. ჩემს შვილებს, ბიჭები მყავს, არ მოვუწონებ, რომ ასე ვინმე გალანძღონ და მეორე წუთში ჩაეხუტონ", - განუცხადა კახეთის მკვიდრმა ალეკო ელისაშვილს.

ელისაშვილის მცდელობაზე, მიეღო დაპირება, რომ "ქართულ ოცნებას" ხმას არ მისცემდა, მოქალაქემ განაცხადა: "მე თქვენზე მაქვს საუბარი. ეგ მე ვიცი, ვის მივცემ ხმას, მაგრამ თქვენ ოპოზიციაში ყველაზე მეტად მომწონდით, ყველაზე მეტად აღარ მომწონხართ.“


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა