თეგებით ძიება
21. 08. 2021 მსოფლიო

ნორვეგიაში ფილტრებით გადაღებული ფოტოების გამოქვეყნება კანონით იკრძალება

სოციალურ ქსელებში განთავსებულ ფო­ტო­ებ­ზე სხვა­დას­ხვა ფილტრის გა­მო­ყე­ნე­ბა ერ­თგვარ ტრენ­დად იქცა, რის გამოც ბევრ ადამიანს უჭირს საკუთარი ნამდვილი გარეგნობა გამოაჩინოს და უარი თქვას ფილტრების გამოყენებაზე.

ამ ახალ ტრადიციასთან საბრძოლველად, ნორ­ვე­გი­ა­ში წარადგინეს კა­ნო­ნი, რომ­ლის მი­ხედ­ვი­თაც, ინფლუ­ენ­სე­რებს ეკრძალებათ სხვა­დას­ხვა მა­ნი­პუ­ლა­ცი­ის გა­მო­ყე­ნე­ბით და­მუ­შა­ვე­ბუ­ლი ფო­ტო­ე­ბის სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში გან­თავ­სე­ბა, ხოლო თუ მა­ინც ასე მო­იქ­ცე­ვი­ან, აუ­ცი­ლებ­ლად უნდა მი­უ­თი­თონ, რომ ფოტო და­მუ­შა­ვე­ბუ­ლია და რომ კონკრეტული ფილტრი/ეფექტი აქვთ გა­მო­ყე­ნე­ბუ­ლი.

"ასეთი კა­ნო­ნის მი­ღე­ბა კარ­გი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბაა, რადგან ახალ­გაზ­რდე­ბი სა­კუ­თარ რე­ა­ლურ გა­რეგ­ნო­ბას ადა­რე­ბენ არა­რე­ა­ლის­ტურად დამუშავებულ ფო­ტო­ებს და როცა ხე­და­ვენ, რომ სი­ნამ­დვი­ლე­ში ისე არ გა­მო­ი­ყუ­რე­ბი­ან, რო­გორც ინფლუენსერები ბრჭყვიალა პროფილებში, იმედ­გაც­რუ­ე­ბულ­ნი რჩე­ბი­ან. ასეთი შედარებების გამო, ახალგაზრდების ნაწილს თვითშეფასებასთან დაკავშირებით ფსი­ქო­ლო­გი­უ­რი პრობ­ლე­მე­ბი ექ­მნე­ბათ." - განაცხადა ნორვეგიელმა ინფლუესერმა, მე­დე­ლინ პე­დერ­სე­ნა.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა