თეგებით ძიება

"სტუდენტებიც თუ ანტივაქსერები არიან, მაშინ ძალიან ცუდად ყოფილა ჩვენი საქმე..." - დათო გორგილაძე

ტელეწამყვანი, მწერალი დათო გორგილაძე სკოლებსა და სასწავლებლებში სწალის დაწყებისა და ვაქცინაციის საკითხს სოციალურ ქსელში ეხმაურება:
"სკოლებზე გასაგებია, რომ სათუოა ონლაინ იქნება სწავლება თუ დასწრებით.
უმაღლეს სასწავლებლებზე რა ხდება?

სტუდენტებიც თუ ანტივაქსერები არიან, მაშინ ძალიან ცუდად ყოფილა ჩვენი საქმე ახლაც და კიდევ ბევრი ათწლეული", - წერს დათო გორგილაძე ფეისბუქზე.

ცნობისთვის, საქართველოში ბოლო 24 საათის განმავლობაში კოვიდინფიცირების 4 901 ახალი შემთხვევა დადასტურდა, გარდაიცვალა 74 ადამიანი, ხოლო 2 586 პირი გამოჯანმრთელდა.

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, 20 აგვისტოს, საქართველოში ვაქცინაციის რეკორდული მაჩვენებელი დაფიქსირდა - კოვიდვაქცინით 28 555 პირი აიცრა.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა