თეგებით ძიება

22 აგვისტოს ასტროლოგიური პროგნოზი ზოდიაქოს ყველა ნიშნისთვის

ნახეთ, ვის ელის წარმატებული დღე და პლანეტების მფარველობა.

ვერძი

ემოციები ერთმანეთს საოცარი სისწრაფით ცვლის, იმისთვის, რომ სხვათა სათამაშოდ არ იქცეთ, შეეცადეთ აკონტროლოთ თქვენი განწყობა და გაერიდეთ გარე მოვლენებს.

კურო

ნუ გააზვიადებთ ყოველ წვრილმან გაუგებრობას და ყოველ სიტყვას ნუ გამოეკიდებით. შეეცადეთ მოთოკოთ ემოციები და იუმორით შეხედეთ ყველაფერს. ამგვარად მოახერხებთ შინაგანი წონასწორობის შენარჩუნებას.

ტყუპები

ნებისმიერ სიტუაციაში შეინარჩუნეთ რკინისებური სიმტკიცე, ყველას დაანახეთ თქვენი თავდაჯერებულობა და საუკეთესო თვისებები, რადგან თქვენსკენ, თქვენი საქმესთან დამოკიდებულებისკენ იქნება დღეს მომართული მეტად გავლენიანი ადამიანების მზერა.

კირჩხიბი

იყავით მეტად დამთმობი და გულისხმიერი,მიმტევებელი, მიუხედავად იმისა, რომ სრულიად მარტივად შეგიძლიათ საპასუხო დარტყმის მიყენება და მტკივნეულ ადგილზე ფეხის დაჭერა დაპირისპირების შემთხვევაში, ეს გამარჯვება კმაყოფილებას არ მოგიტანთ.

ლომი

ქაოტური დღეა, შესაძლოა დაგეუფლოთ სიახლეების, ახალი ადამიანების გაცნობის, ახალი ადგილების მონახულების უსაზღვრი წყურვილი. დროებით მაინც რომ დაკმაყოფილდეთ ამ ყველაფრით გაისეირნეთ უცნობ ქუჩაზე, წაიკითხეთ, ნახეთ რამე ახალი.

ქალწული

სასურველია მეტი წინდახედულობა ბიუჯეტის ხარჯვასთან დაკავშირებით. რა თქმა უნდა საყვარელი ადამიანების საჩუქრებით განებივრება კარგია, მაგრამ აუცილებელია გონივრულად შეხედოთ ყველაფერს.

სასწორი

თქვენი თავდაჯერებულობითა და გულისხმიერებით რამდენადმე აიმაღლებთ ავტორიტეტს ახობლებსა და გარშემომყოფებში, ხოლო თუ ქედმაღლურად და ზემოდან დაუწყებთ მათ ყურებას, თქვენს წარმატებასა და თქვენს ავტორიტეტს ჩალის ფასი ექნება მათ თვალში.

მორიელი

შეეცადეთ შემოიკრიბოთ თანამოაზრეები, შეიძინოთ ახალი, საჭირო ნაცნობობა და მტკიცედ განაგრძეთ საქმიანობა. დღეს ძალისხმევისა და კამათის გარეშე მოახერხებთ საერთო ენის გამონახვას კონკურენტებთანაც.

მშვილდოსანი

კარგი დღეა სიახლეებისა და ახალი იდეების, რაიმე უჩვეულოს დასანერგად თქვენს საქმიანობაში, მხოლოდ გაითვალისწინეთ, რომ საჭიროა იპოვოთ ბალანსი სურვილებსა და შესაძლებლობებს შორის.

თხის რქა

იყავით უფრო ორგანიზებული და მეტად აკონტროლეთ პარტნიორთა ქმედებები, წინააღმდეგ შემთხვევაში მოსალოდნელია დანაკარგები, ქაოსი და დაპირისპირებები საქმიან სფეროში.

მერწყული

დაკავდით პირადი საქმეებით, იზრუნეთ ოჯახის წევრებზე, გაანდეთ მათ თქვენი სამომავლო გეგმები. შესაძლოა ისინიც ჩართოთ თქვენს პროექტში მნიშვნელოვანი საკითხების გადაწყვეტისას, რაც მეტ სარგებელს მოგიტანთ.

თევზები

იყავით წინდახედული და ერიდეთ აგრესიულ ადამიანებთან კომუნიკაციას, შეინარჩუნეთ სიმშვიდე და იყავით თავშეკავებული, რათა ურთიერთობებში პრობლემები არ გაამწვაოთ. ეცადეთ თქვენი ენერგია რაიმე სარგებლიანს მოახმაროთ.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა