თეგებით ძიება

ბაკურიანში 25 წლის ბიჭი გარდაცვლილი იპოვეს - ოჯახს მკვლელობის ვერსია აქვს

დაბა ბაკურიანში 25 წლის ამურ შველიძე, სახლიდან დაახლოებით 150 მეტრში, გარდაცვლილი იპოვეს. ახალგაზრდა კაცს ჭრილობა გულ-მკერდის არეში აქვს მიყენებული. ინფორმაციას "სამხრეთის კარიბჭე" ავრცელებს.

შემთხვევა 11 აგვისტოს მოხდა.. შსს–მ გამოძიება თვითმკვლელობის მუხლით დაიწყო, თუმცა, ოჯახი კატეგორიულად გამორიცხავს. ახლობლების ინფორმაციით, მას ემუქრებოდნენ.

გამოცემის ცნობით, გარდაცვლილი ზესტაფონიდან, კერძოდ შროშის მუნიციპალიტეტიდანაა. იგი მეუღლესთან ერთად ბაკურიანში 6 წელი ცხოვრობდა და მუშაობდა.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა