თეგებით ძიება

"ხალხი კვდება! სხვისი სიცოცხლეც სასწორზეა, თქვენი უგუნურების გამო! აიცერით!" - ნათია ჩიქოვანი

სოციალური ქსელის მომხმარებელი, ნათია ჩიქოვანი კოვიდპანდემიასთან და ვაქცინაციასთან დაკავშირებით, ფეისბუქზე წერს:

"ბოლოს რა წამალიც მქონდა ექიმისგან დანიშნული და 11 თვე ვსვამდი, იმ წამლის ერთ-ერთ გვერდით მოვლენად ეწერა ლეიკემია. არ ვხუმრობ. ვისაც გაინტერესებთ მომწერეთ ჩეთში, და თავად გადაამოწმეთ. Btw ეს წამალი ურეცეპტოდ იყიდება...

ან, მოდით, ნიმესილი ავიღოთ, ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული და ხშირად მოხმარებადი „ტკივილგამაყუჩებელი“ საშუალება, რომელიც იმდენად „საშინელი“ წამალია, რომ ერთი პერიოდი (გეხსომებათ ზოგიერთებს მაინც) სახელმწიფომ მისი ურეცეპტოდ გაცემა აკრძალა. რა მოხდა მერე? ატყდა ერთი ამბავი, რას ქვია როცა გვინდა მაშინ ვერ ჩავიყრით პირში ნიმესილსო, ახლა რეცეპტები გვაწერინეთ კიდე და გაგვირთულეთ ცხოვრებაო. ხოდა, სახელმწიფოსაც ძაან დაეზარა ხალხის ცნობიერების ამაღლებაზე ზრუნვა (რაც ჩვენს ქვეყანაში სულაც არაა გასაკვირი), ადგა და მოხსნა რეცეპტი.
ოდესმე ვინმეს ნიმესილის ანოტაცია წაკითხული გაქვთ? გვერდითი მოვლენები იცით? საერთოდ როგორ ყიდულობთ გახსოვთ? - პაკეტებად! ნიმესილის ყუთიც კი არ გინახავთ დარწმუნებული ვარ, მას შემდეგაც კი, რაც საჯაროდ და ოფიციალურად გავრცელდა, რომ ნიმესილი საკმაოდ მძიმე წამალია.

ახლა ვისაუბროთ ვაქცინებზე:
ცოფი იცით ხომ ალბათ, ვირუსული ინფექციაა ასეთი, 100%-იანი ლეტალობით და საქართველო (თავისი უნიათობის გამო) დღემდე ე.წ. „ცოფის ქვეყანად“ ითვლება მსოფლიოში.

ცოფის საწინააღმდეგო ვაქცინაც ხომ გაგიგიათ? 3-ჯერ კეთდება 7 დღიანი ინტერვალით და გიცავს მხოლოდ 1 წლის განმავლობაში. მერე, თუ რამეა, თავიდან უნდა გაიკეთო (ტეტანუსიც ეგრეა btw). არის უმძიმესი ვაქცინა, ანგრევს ორგანიზმს და ამას არც არავინ მალავს (შეგიძლიათ დაეკითხოთ იმუნოლოგებს, ან დასერჩოთ).

ცოფის ვაქცინას ხალხი საქართველოში, ლიჩერლი ნებისმიერ ნაკაწრზე იკეთებს, იმის შიშით, რომ 0.0000001%-იანი შანსიც გამორიცხონ დაინფიცირების.
რამდენჯერ მქონია შემთხვევა, რომ მითქვამს, სიგიჟეა ახლა ცოფის ვაქცინის გაკეთება ელენე (პირობითად), არაა ეს ცუგა ცოფიანი და შენ კიდე უმძიმეს აცრას იკეთებ სულ ტყუილადმეთქი. ამაზე მომტრიალებია, თავად „ელენეც“ და სხვა ადამიანებიც და მოუძახებიათ: „იღებ მისი და სხვების სიცოცხლეზე პასუხისმგებლობას?“ - რა თქმა უნდა ვერ და არ ვიღებ!

ადამიანების 90% ცოფის ვაქცინის ანოტაციას, გვერდით მოვლენებსა და უკუჩვენებებს არ ითხოვს, არ აინტერესებთ უბრალოდ, როდესაც საჯარო და ძაანაც ხელმისწავდომია (მიდი იმულოგიის ცენტრში და გადმოგილაგებენ).

ახლა წარმოიდგინეთ, რომ კორონაც 100%-იანი ლეტალობის ვირუსია, ეგრე მუტირდა რა.. ხედავთ უკვე თავ-პირის მტვრევით გავარდნილ ხალხს ვაქცინაციისთვის? ხედავთ რიგებში, ჭყლეტვაში დახოცილ ხალხს? ხედავთ ერთმანეთის სასიკვდილოდ გამწირავ ხალხს ვაქცინის მისაღებად? გგონიათ ის ადამიანები, ახლა რომ მოუწოდებენ ხალხს, არ აიცრათ, ჯობია ცხონდეთ, ვიდრე ანტიქრისტეს ბეჭედი დაისვათ შუბლზეო, არ აიცრებიან? თავსაც წაგაჭამენ ბოლო დოზა ვაქცინისთვის.

არასდროს, არავინ დაიწყებდა იმაზე ფიქრს, რას მიშვება ვაქცინა, როდესაც ეცოდინებოდა, რომ ვირუსი 100%-ით მოკლავს და კიიი კორონაც უამრავ ადამიანს 100%-ით კლავს. მიწაშია ახლა ის ხალხი!!! და ნუ გადავამწარებთ სამყაროს ისე, რომ კორონაც ისე მუტირდეს, ნებისმიერ ქეისზე 100%-იანი სიკვდილი გამოიწვიოს. ისედაც ვხედავთ, როგორ გაახალგაზრდავდა სიკვდილიანობის ასაკი, ჯერ მარტო რამდენი ორსული დაიღუპა ბოლო პერიოდში საქართველოში.

ათწლეულების წინ გამოგონილ ვაქცინებს იკეთებდა ხალხი: წითელა, წითურა, ყბაყურა, ჩუტყვავილა, ყვავილი და ათასი სხვა ვაქცინა იყო, რომელმაც ბევრი ადამიანი გადაარჩინა, ზოგიერთი ვირუსი კი მთლიანად გააქრო და ახლა, როდესაც მართლა „დაფრინავს“ მეცნიერება, განვითარების ისეთ დონემდეა მისული, ამ ვაქცინის არ გჯერათ მაინც და მაინც?

პანდემიის პირობებში, ვაქცინის სწრაფად შესამუშავებლად, სამეცნიერო და სამედიცინო სფეროს წარმომადგენლებმა 16 და 20 საათი იმუშავეს დღეში და დღემდე ასე აგრძელებენ. ხალხს არ დაუსვენია არც ერთი დღე, 2 წელია უკვე, რომ საკუთარი თავი, ოჯახის წევრები, ახლობლები და მთელი სამყარო გადაარჩინონ, მათ შორის რიგით ექიმებსა და ექთნებს, სრულიად სამედიცინო პერსონალს არ ამოუსუნთქავს ერთი წამით და თქვენ ამ დროს რას აკეთებთ?
ხალხი კვდება! ამდენი ადამიანის/ოჯახის ცხოვრება ინგრევა და იცვლება სამუდამოდ! რაის არჩევანის თავისუფლება, არ არის ვაქცინა არჩევანის თავისუფლება და კანფეტის გემოების არჩევა, არ გეხებათ მხოლოდ თქვენ! სხვისი სიცოცხლეც სასწორზეა, თქვენი უგუნურების გამო! აიცერით! ა ი ც ე რ ი თ ! მართლა და მართლა, #აიცერით!", - წერს ნათია ჩიქოვანი ფეისბუქზე.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა