თეგებით ძიება

"ფული ბავშვის ექიმის ბოლო კაპიკებია... დევს პირადობა და 750 ევრო, თუ კი ვინმემ იპოვეთ და ღვთისნიერი ხართ, შემეხმიანეთ" - მოქალაქემ საფულე დაკარგა

სოციალური ქსელის მომხმარებელი, ლევან ცარციძე ფეისბუქზე წერს, რომ მისმა ახლობელმა ქუთაისში საფულე დაკარგა, რომელშიც ბავშვის ექიმისთვის განკუთნილი თანდა და საბუთები იყო.

„ძალიან გთხოვთ ყველას, ყურადღებით წაიკითხეთ და გააზიაროთ.

გუშინ, დაახლოებით 7 საათისთვის ნიკას მეორე შესახვევში, კერძოდ 4 ნომრიდან 7 ნომერ ბინამდე დაიკარგა საფულე.

დევს პირადობა და 750 ევრო. ძალიან გთხოვთ, თუ კი ვინმემ იპოვეთ და ღვთისნიერი ხართ, შემეხმიანეთ.

ფული ბავშვის ექიმის ბოლო კაპიკებია. ძალიან გთხოვთ დაგვეხმარეთ.

ტელ: 598 407 258“ – წერს ლევან ცარციძე.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა