თეგებით ძიება

"ალბათ პოლიციაში მომიწევს მისვლა, რომ როგორმე მომაცილონ ეს ტიპი" - ვისზე წერს ბაია პატარაია

ქალთა უფლებადამცველი, ბაია პატარაია სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს და "ბოტზე" წერს, რომელიც მას ჰყავს მიჩენილი.

"რა უკონტროლო სივრცეა ეს ფბ. ერთი ბოროტი ბოტი მყავს მომაგრებული "ბაბუაწვერას" სახელით ცნობილი. რომ გაუუქმებენ ფეიჯს, მერე სხვას ქმნის, ყველგან იგივე ლოგოს იყენებს, რაც აქაც ჩანს ვითომ თედო აბაშიძედ რომ მოაქვს ამჯერად თავი (წითელ ლოგოს ხომ ხედავთ, ბაბუაწვერას ლოგოა ეგ).
ეს ტიპი დაუსრულებლად ქმნის დეზინფორმაციას ჩემზე. რა თქმა უნდა ფულს იღებს ამაში. არც თუ ისე იაფია მისი მომსახურბა. იმდენად ცნობილი ბოტია, ვიღაც გირჩელები ჩვეულებრივად ეთანამშრომლებიან და ფულს უხდიან პიარში. რაღაც ვარიანტებიც ვიცი, ვინ შეიძლება იყოს. ბოლოს ალბათ პოლიციაში მომიწევს მისვლა, რომ როგორმე მომაცილონ ეს ტიპი.

პ.ს. ნუ ამ კონკრეტულ პოსტს რომ ლელოს პიარი გურო ჭურღულია აშეარებს, ეს ცალკე სატირელი ამბავია, თუ შეგნებულად დეზინფორმატორობს ვაია, თუ შეუგნებლად - ვუი. (პიარს რომ იმის კომეპეტენცია არ ექნება დეზინფორმაცია ამოიცნოს ან გადაამოწმოს, საერთოდ სხვებს რა უნდა მოვთხოვოთ?!)", - წერს ბაია პატარაია ფეისბუქზე.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა