თეგებით ძიება

"ამაზე დიდი უბედურება კიდევ რაა! პაციენტი ვერ აგებინებს, რას გრძნობს და რა სტკივა, ეს ადამიანი არის განწირულიიიი!" - სოციალურ ქსელში შშმ პირზე წერენ, რომელიც კოვიდსასტუმროშია

სოციალური ქსელის მომხმარებელი, ნუცა ზურაბიანი ფეისბუქზე შშმ პირზე წერს, რომელიც მძიმე მდგომარეობით კოვიდსასტუმროშია მოთავსებული. ზურაბიანი დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო მიმართავს:

"ამაზე დიდი უბედურება კიდევ რა არის!
კოვიდდადებითი ყრუ-მუნჯი ადამიანი გადაყვანილია კოვიდსასტუმრში, რამოდენიმე დღეა სასტუმროს კოვიდპერსონალი ვერ ამყარებს კონტაქტს! პაციენტი ვერ საუბრობს ხალხო და არც ესმის და არის უკიდურესად მძიმედ!!!!!
ოჯახის წევრები ითხოვენ დახმარებას, არავინ, დღემდე არავინ გამოჩენილა რომ ამ ადამიანს დაეხმაროს! დღეს მოვიკითხე და ისე დამძიმდა 40 გრადუსი აქვს სიცხე!!!
პაციენტი ვერ აგებინებს რას გრძნობს და რა სტკივა ხალხო და ეს ადამიანი არის განწირულიიიი!!!!!
ასეთ ქვეყანაში ვცხოვრობთ!!!! ", - წერს ნუცა ზურაბიანი ფეისბუქზე.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა