თეგებით ძიება
22. 08. 2021 მსოფლიო

ქაბულის აეროპორტი 48 საათით დაიკეტება

ავღანეთის დედაქალაქ ქაბულის აეროპორტი 48 საათით დაიკეტება იმისთვის, რომ იმ ადამიანების ევაკუაცია განხორციელდეს, რომლებიც ამჟამად აეროპორტის ტერიტორიაზე იმყოფებიან.

ამასთან აეროპორტის შესასვლელთან ათასობით ადამიანია შეკრებილი, მათ ქვეყნის დატოვება სურთ.

დაჯგუფება "თალიბანის" წარმომადგენლების თქმით, უახლოეს საათებში სიტუაციას დაალაგებენ და სავიზო რეჟიმს გაამარტივებენ.

ავღანეთში სიტუაცია მას შემდეგ გამწვავდა, რაც ქვეყანა აშშ-ის სამხედრო ძალებმა დატოვა. ქაბული ამ დროისთვის "თალიბანს" აქვს აღებული, ქვეყნიდან გაქცეულია პრეზიდენტიც.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა