თეგებით ძიება

"ციფრებით მანიპულაციის საუკეთესო მაგალითი! "კომუნიზმში" მგონია თავი" - გიორგი ფხაკაძე NCDC-ს აკრიტიკებს

საზოგადოებტივი ჯანდაცვის ექსპერტი, პროფესორი გიორგი ფხაკაძე დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრს აკრიტიკებს და აცხადებს, რომ მათ მიერ დღეს კოვიდაცრებთან დაკავშირებით გამოქვეყნებული სტატისტიკა, ციფრებით მანიპულაციას წარმოადგენს.

"ციფრებით მანიპულაციის საუკეთესო მაგალითი ვუყურებ დაავადებათა კონტროლის გრაფიკას და “კომუნიზმში” მგონია თავი. 962,165 აცრა ჩატარდა, ვაშაააა ჩემმა სტუდენტმა ასეთი რამ რომ დაწეროს, ჩათვლას ვერ მიიღებს

რაში მაინტერესებს, სულ რამდენი აცრა გაკეთდა?! ეს მოქალაქისთვის არაფრის მომცემი ინფორმაციაა…. ეს იგივეა, თუ რამდენი ოპერაცია ჩატარდა სულ. მე მაინტერესებს, სულ რამდენი წარმატებული ოპერაცია ჩატარდა

მოქალაქეს აინტერესებს, რამდენი ადამიანი არის დაცული ამ ვერაგი ვირუსისგან ანუ:

რამდენი მოქალაქე აიცრა 2-ჯერ და გავიდა 14 დღე მე-2 აცრიდან! ეს ციფრი გვაჩვენებს, რამდენი ადამიანი არის დაცული დღეისათვის!

მე-4 ტალღის პიკი დამთავრდება მაშინ, როცა ვირუსს გამრავლების საშუალება აღარ ექნება ანუ მოსახლეობის 90% უნდა ჰქონდეს იმუნიტეტი ამ ვერაგი ვირუსისგან. ან ვაქცინაციით შეძენილი იმუნიტეტი, ან ვირუსის გადატანით შეძენილი იმუნიტეტი. ჯობს ვაქცინაციით შეძენილი იმუნიტეტი!

შეცდომა მისაღებია, მაგრამ ტყუილს ვერ ვიტან. ვთქვათ სიმართლემ როგორი მწარეც არ უნდა იყოს ის.
ჯანმრთელობას გისურვებთ!", - წერს ფხაკაძე ფეისბუქზე.

დაავადებათა კონტროლის ეროვნულმა ცენტრმა დღეს გაავრცელა ინფორმაცია, რომ სრულად ვაქცინირებულია 286 187 ადამიანი - მოზრდილი მოსახლეობის 10.0 პროცენტი.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა