თეგებით ძიება

"სოფელში ჩამომყავს პოლიტელიტა: გახარია გათიბავს, ღარიბაშვილი კაკალს შეაგროვებს, კალაძე ცუკინს და პაპრიკას დაკრიფავს, მაინც უფრო სნობურია..." - არჩილ გამზარდია

ტელეწამყვანი, ანალიტიკოსი არჩილ გამზარდია პოლიტელიტის სოფელში დასაქმების მისეულ გეგმას სოციალურ ქსელში აზიარებს:

"გადავწყვიტე, წინასაარჩევნოდ სოფელში ჩამომყავს პოლიტ ელიტა:
გახარია გათიბავს.
ღარიბაშვილი კაკალს შეაგროვებს და ლობიოს დაარჩევს.
კობახიძეს მზესუმზირებში დავაყუდებ ფრინველების დასაფრთხობად.
კუჭავას პომიდვრებში ჩავარჭობ, პომიდორი რომ მივაკრა.
კალაძე ცუკინს და პაპრიკას დაკრიფავს, მაინც უფრო სნობურია ქართული მიწისთვის.
მელია აქაც შემპირდება მოსვლას და აქაც გადამაგდებს.
ხაბეიშვილი კარტოფილს ამოიღებს, გათლის და შეწვავს.
ბიძინა ამ ყველაფერს შეჭამს.
და ასე", - წერს გამზარდია ფეისბუქზე.




თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა