"დღე არ გავა სასოწარკვეთილმა შვილმა არ დამირეკოს..." - რას წერს ბიძინა კულუმბეგოვი
ალერგოლოგ-იმუნოლოგი, ბიძინა კულუმბეგოვი სოციალურ ქსელში კოვიდპანდემიასთან დაკავშირებით წერს და მოსახლეობას ვაქცინაციისკენ მოუწოდებს:
"დღე არ გავა სასოწარკვეთილმა შვილმა არ დამირეკოს, დედა ან მამა მყავს კოვიდით უმძიმეს მდგომარეობაში მითხარი თუ არსებობს ნებისმიერი წამალი, თუნდაც აქ არ იყოს გაუჩენელს გავუჩენ, რომ მისი სიცოცხლე გადავარჩინო.
ყველა მათგანს ვეკითხები “აცრილი იყო მშობელი?” პასუხი დუმილის შემდეგ “არა” .
15 მარტიდან ვაქცინაცია დაწყებულია. ყველას უმორჩილესად გთხოვთ ჩაკიდეთ ხელი თქვენს დედებს და მამებს და წაიყვანეთ ვაქცინაციაზე!!! ", - წერს კულუმბეგოვი ფეისბუქზე.
ბოლო 24 საათში, საქართველოში კორონავირუსის 3803 შემთხვევა დადასტურდა, 5332 პაციენტი გამოჯანმრთელდა, ხოლო 48 ადამიანი დარდაიცვალა.
პანდემიის დაწყებიდან დღემდე, მთლიანობაში საქართველოში კორონავირუსის 514744 შემთხვევა არის გამოვლენილი და 6771 ადამიანი გარდაცვლილი.